არიგო საკიმ მარიო ბალოტელი გააკრიტიკა

AutoSharing Option
ცნობილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ ერთა ლიგაზე პოლონეთთან ნამატჩევს იტალიის ნაკრების თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გააკრიტიკა.

"ფეხბურთი გუნდური თამაშია, რომელშიც იდეები მნიშვნელოვანია. იდეები არ უნდა იყოს ბევრი, მაგრამ ფეხბურთელებმა უნდა გაიგონ. ამიტომ ფეხბურთელის ინტელექტი მათ ფეხებზე უფრო მნიშვნელოვანია. მე პირველ რიგში მოთამაშეებს გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვარჩევდი.

წარმატებისთვის მებრძოლები და პროფესიონალები არიან საჭირონი, რომელთაც მსხვერპლის გაღება შეუძლიათ. მანქანა საწვავის გარეშე ვერ იმოძრავებს, საფეხბურთო საწვავი კი ინტელექტია. როდესაც ბალოტელი მოედანზე დაბოდიალობს და გეგმის მიხედვით არ მოქმედებს, აბა, რა უნდა გითხრათ?".

altმარიო ბალოტელიმ ახსნა, რატომ

დარჩა "ნიცაში"

altჭკუამხიარული მარიო ბალოტელი აუზში აკრობატულად ჩაეშვა და კინაღამ კისერი მოიტეხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული