სერია A. XV ტურის წინ: როგორი მასპინძელი იქნება "ბებერი ქალბატონი"?

AutoSharing Option
იტალიაში მორიგი მეგა-მატჩის დრო მოვიდა. "იუვენტუსი" საშინაო ასპარეზზე ყველა შეხვედრაში ფავორიტია.

რა თქმა უნდა, ის ფავორიტია "ინტერთან" შეხვედრაშიც, მაგრამ სათქმელია ისიც, რომ "ნერაძური", იშვიათი გამონაკლისის გარდა, იოლად არავისთან არაფერს თმობს, მით უმეტეს, Derby D'Italia-ში ("იტალიის დერბი").

"იუვენტუსს" გარკვეული საკადრო პრობლემები აქვს. წესით, მინდორზე ვერ ვიხილავთ ცენტრალურ მცველ ანდრეა ბარძალის. ასევე საეჭვოა "ბებერი ქალბატონის" რიგებში ალექს სანდროსა და სამი ხედირას მინდორზე გამოჩენა. "ინტერი" პრაქტიკულად საკადრო პრობლემების გარეშე ხვდება ამ თამაშს. ერთადერთი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რაჯა ნაინგოლანის ჯანმრთელობა.

ამ შეხვედრას ბევრი
სპეციალისტი კრიშტიანო რონალდოსა და მაურო იკარდის უშუალო დაპირისპირებად ნათლავს. მოკლედ, წესით, მინდორზე ძალიან საინტერესო ამბები უნდა განვითარდეს.

"ნაპოლი" ხვდება "ფროზინონეს" და "ატალანტასთან" მოპოვებული რთული გამარჯვების შემდეგ აუცილებლად უნდა მოიგოს. მეტოქის კლასიდან გამომდინარე, ეს კარლო ანჩელოტის გუნდს ნამდვილად არ უნდა გაუჭირდეს.

ბოლო დროს "რომა" სულ უგებს "კალიარის" და ახლაც ფავორიტია, მაგრამ კუნძულელებმა ამ სეზონში რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარეს. შესაბამისად, რომაელებს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ექნებათ. ისევ აქტუალურია ხმები გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ეუსებიო დი ფრანჩესკოს წასვლისა და ანტონიო კონტეს მოსვლის თაობაზე.

"მილანი" ბოლო დროს, ასე თუ ისე, გამოცოცხლდა. ამჯერად, "როსონერის" საშინაო ასპარეზზე "ტორინოს" ძლევა მოუწევს. ეს კი იოლი საქმე ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, თუ ტურინელთა თავდასხმის ხაზის კარგ კომპლექტაციას გავითვალისწინებთ.

საინტერესო თამაშს ველით "ლაციოსა" და "სამპდორიას" შორის. არასტაბილურად მოთამაშე რომაულმა კლუბმა ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს.

ფაქტები
  • "ინტერმა" ბოლოს 2016 წელს შეძლო "იუვენტუსის" დამარცხება.
  • "ნაპოლისა" და "ფროზინონეს" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "რომამ" ბოლო სამი შეხვედრა მოუგო "კალიარის".
  • "ლაციომ" უკანასკნელ 4 თამაშში მოუგო "სამპდორიას".
  • "ემპოლისა" და "ბოლონიას" შორის ბოლო 3 მატჩიდან 2 ფრედ დასრულდა.
  • "ჯენოასა" და სპალ-ის ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "მილანსა" და "ტორინოს" შორის უკანასკნელ 2 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

სერია A. XV ტური
პარასკევი, 7 დეკემბერი
იუვენტუსი-ინტერი 23:30

შაბათი, 8 დეკემბერი
ნაპოლი-ფროზინონე 18:00
კალიარი-რომა 21:00
ლაციო-სამპდორია 23:30

კვირა, 9 დეკემბერი
სასუოლო-ფიორენტინა 15:30
ემპოლი-ბოლონია 18:00
პარმა-კიევო 18:00
უდინეზე-ატალანტა 18:00
ჯენოა-სპალ 21:00
მილანი-ტორინო 23:30

ბომბარდირები: 10 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა), კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი); 9 - ჩირო იმობილე (ლაციო); 8 - მაურო იკარდი (ინტერი); 7 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი), დრის მერტენსი (ნაპოლი), ფრანჩესკო კაპუტო (ემპოლი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული