უჭირს "მილანს" იბრას გარეშე - წაგებას ისევ ძლივს გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-12 ტურში "მილანმა" გასვლაზე ფრეს (2:2) გაჭირვებით მიაღწია ერთ-ერთ აუტსაიდერ "ჯენოასთან".

გასულ ტურში "როსონერიმ" საკუთარ მოედანზე ქულა ძლივს მოიპოვა "პარმასთან" (2:2). მაშინ გუნდი თეო ერნანდესმა დუბლით იხსნა. "მილანს" ამჯერადაც ვერ დაეხმარა ტრავმირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მთელი მეორე ტაიმი მდევრის როლში იყო. თუმცა უქულოდ მაინც არ დარჩა.

"მილანი" 28 ქულით ლიდერია, მაგრამ ახლა "ინტერი" 1 ქულითღა ჩამორჩება. 20 დეკემბერს სტეფანო პიოლის გუნდი სტუმრად "სასუოლოს" დაუპირისპირდება.

გენუა. "ლუიჯი ფერარისი"
ჯენოა - მილანი 2:2
გოლები: 1:0 დესტრო (47), 1:1 კალაბრია (52), 2:1 დესტრო (60),
2:2 კალულუ (80)

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
უჭირს გასაგებია, მარა იბრას გამო არა მგონია გატანით, მინიმუმ ორი გოლი სულ გააქვთ, უბრალოდ დაცვა ტაშტია(ამ რომანიოლის რა დაემართა არ ვიცი) და მაგას იბრა ნაღდათ ვერ მოაგვარებს.D
0
ძალიან ცუდად თამაშობენ დაცვაში.არა და მალდინის პერიოდის მილანის დაცვა,მსოფლიოში საუკეთესო იყო.
სოსო
16:10 17-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული