"მილანმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა და უახლოეს დღეებში კიდევ ერთ კიპერს ინათხოვრებს

AutoSharing Option
"მილანმა" გვაუწყა, რომ "გუარანიდან" 24 წლის კოლუმბიელი მეკარე დევის ვასკესი 470 000 ევროს სანაცვლოდ დაიმატა.

"როსონერიმ" ახალგაზრდა კიპერს კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა და მას 77-ე ნომერი არგუნა.

ვასკესი გუნდში მესამე მეკარე იქნება. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, მალე "სან სიროს" პსჟ-იდან სერხიო რიკო მიაშურებს, რომელიც მაიკ მენიოს დუბლიორი იქნება.

ამ სეზონის დამთავრების შემდეგ კი რიკო წავა და "როსონერიში" "ატალანტადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით მარკო სპორტიელო მივა...

ამ ყველაფრის შედეგად, "ლომბარდიელთა" რიგების დატოვება ჩიპრიან ტატარუშანუს მოუწევს, რომელიც ახლა მეორე კიპერია...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული