გუშინ "მილანის" ოფისში ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა და ექსპერტიზისთვის დოკუმენტები და კომპიუტერის ფაილები წაიღო.
პროკურატურა თვლის, რომ კლუბის მფლობელი ისევ Elliott Management-ია, რომელმაც აქციები 2022 წელს ფორმალურად RedBird Capital Partners-ს მიჰყიდა.
Elliott Management-ი აგრეთვე ფრანგული "ლილის" მფლობელია, ერთ კომპანიას კი, უეფას და იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესდებით, არ აქვს უფლება, ორი კლუბის მეპატრონე იყოს და ისინი შეიძლება ევროტურნირებიდან მოკვეთონ.
სერია A-დან ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის უფლება ოთხ კლუბს აქვს, თუმცა რეიტინგით
შეიძლება ვითარება შეიცვალოს და ტურნირზე მეხუთეადგილოსანიც გავიდეს; ხოლო, თუ "მილანის" მიმართ სანქციები გამოიყენეს, ტურნირზე იმ კლუბს დაუშვებენ, რომელიც საბოლოოდ სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციას დაიკავებს.