ტრავმა ბაქოში - "ნაპოლი" სასტარტოს ფეხბურთელის გარეშე დარჩა

AutoSharing Option
ერთა ლიგის C1 ჯგუფში სლოვაკეთმა ბაქოში 3:1 დაამარცხა აზერბაიჯანი, 10 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს სახლში ესტონეთთან ჩაატარებს.

აღსანიშნავია, რომ 70-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო თავდამსხმელმა მაჰრილ ემრელიმ, მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს, დარჩენილ დროში ორი გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.

სლოვაკეთის ნაკრებისა და "ნაპოლის" ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ 84-ე წუთზე მარცხენა ბარძაყის კუნთის პირველი ხარისხის დაზიანება მიიღო და შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ლობოტკას ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდნენ, ის
20 ოქტომბერს "ემპოლისთან" და 26 ოქტომბერს "ლეჩესთან" ვერ ითამაშებს და შეიძლება 29 ოქტომბერს "მილანთან" შეხვედრის გამოტოვებაც მოუწიოს.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი "ნაპოლის" ყოფილი თავკაცი ფრანჩესკო კალცონაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სასტარტოს ფეხბურთელი კი არა აბსოლუტურად ერთადერთი ფეხბურთელი ნაპოლიში ვინც პასის გაკეთება იცის.
სიმენონი
12:04 17-10-2024
4
დიდი დანაკლისია ნაპოლისთვის.
ჯუჯი
14:06 17-10-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული