მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა არგენტინის ეროვნულ გუნდსა და ლეო მესიზე Olé-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
- ამ გუნდს ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს და ეს მესია, რომელიც განსხვავებას ქმნის. დიდი ბრძოლა გველის. არგენტინა აგრესიული ნაკრებია, მაგრამ ეს კარგი აგრესიაა.
- ეს მესისთვის მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატია და შეუძლია ტიტული მოიგოს...
- ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს არ მოხდეს. მხოლოდ ერთ-ერთი ნაკრები არ მიიღებს მესამე ვარსკვლავს. მესი ტურნირის სტარტიდანვე შესანიშნავია. ოთხი წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. იმ პოზიციაზე დაიწყო მატჩი, სადაც
მოველოდით და თავდამსხმელად დაასრულა. ახლა თავდამსხმელი ჰყავთ, ხოლო მესის ბევრი თავისუფლება აქვს. ხშირადაა ბურთთან და კარგ ფორმაშია.
მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა, ან ერთ-ერთი საუკეთესო. იმაზე მოგვიწევს მუშაობა, რომ რაც შეიძლება თამაშზე მისი გავლენა შევზღუდოთ. ამას ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელზე ისინიც გააკეთებენ. ეს ის არგენტინა არაა, რომელსაც ოთხი წლის წინ ვეთამაშეთ.
2018 წლის მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთმა არგენტინა 4:3 დაამარცხა.