ესპანელმა ჟურნალისტმა კროოსს მუნდიალის მთავარი იმედგაცრუება უწოდა - ტონი განცვიფრებულია

AutoSharing Option
ფეხბურთში ამაზე ნაკლებად არ უნდა ერკვეოდე

ესპანური El Chiringuito-ს ჟურნალისტმა კრისტინა კუბერომ ტელევიზიით პირდაპირ ეთერში მსოფლიოს ჩემპიონატი ღრმად და საფუძვლიანად გაანალიზა და გულშემატკივრები გააოგნა.

ტელეწამყვანის კითხვაზე, ვინ გაუცრუა ყველაზე მეტად ტურნირზე იმედები, დაფიქრდა და უპასუხა - ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა და გერმანელმა ტონი კროოსმა.

კროოსმა სანაკრებო კარიერა 2021 წლის ივლისში დაასრულა, ამ საპატიო მიზეზის გამო კატარში არ უასპარეზია და კუბეროს ირონიულად გასცა პასუხი. "ვიცოდი, ოდესღაც ყველაფერს მე დამაბრალებდნენ", - დაწერა კროოსმა თავის "ტვიტერზე".

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიახ სწორედ კროოსის ბრალიცაა.ამას გერმანელის არაფერი სცხია.როცა ხედავს რომ ნაკრებს სჭირდება და 32 წლის ასაკში უარს აცხადებს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე იქ მთავრდება ამის ადამიანური და პატრიოტული თვითშეგნება.ზოგადად ახლანდელი გერმანიის მთავარი პრობლემა სწორედ არაგერმანული ხასიათის ფეხბურთელთა სიმრავლეა...
Master
16:08 25-12-2022
1
მეგონა მხოლოდ ქართველი ექსპერტები გამაოცებდნენ :)
საბა
08:54 25-12-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული