ლეო მესიმ სანაკრებო კარიერა შეაჩერა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ გადაწყვიტა წელს არგენტინის ნაკრებში არ ითამაშოს.

ამის შესახებ TNT Sports-ს ჟურნალისტმა ერნან კასტილიომ იუწყა:"მესი წელს არგენტინის ნაკრებში არ იასპარეზებს. მან სანაკრებო კარიერა არ დაასრულა, მაგრამ წელს ალბისელესტეში არ ითამაშებს. თუ როდის დაბრუნდება ეროვნულ გუნდში, ამას მოგვიანებით შევიტყობთ".

არგენტინის ნაკრების დროებითი მწვრთნელები ლეონელ სკალონი და პაბლო აიმარი ესაუბრნენ მესის, მაგრამ 7 სექტემბერს გვატემალასთან და 11 სექტემბერს კოლუმბიასთან ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობაზე ვერ დაიყოლიეს.

altვერონი: მესი არგენტინის ნაკრებში თამაშით ბედნიერი არაა, გუნდი მასზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

altარგენტინის ფეხბურთის

ფედერაციამ ნაკრებს დროებითი მწვრთნელები დაუნიშნა

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი რა მესი. მერამდენედ უნდა დაიწყოს ჭირვეულობა. ახლა სანამ არგენტინის პრეზიდენტი არ დაუჩოქებს არ ითამაშებს ნაკრებში.
0
მესი პირველია ამ საუკუნეში.)))
1

სიახლეები პოპულარული