მოურინიო: კასილიასი შეთქმულებას მიწყობდა

AutoSharing Option
"მანჩესტერის" მენეჯერმა ჟოზე მოურინიომ მეკარე იკერ კასილიასთან კონფლიქტი გაიხსენა, როდესაც "რეალში" მუშაობდა.

მათ კონფლიქტი 2012/2013 წლების სეზონში მოუვიდათ. მაშინ კასილიასი გუნდის კაპიტანი იყო, პორტუგალიელმა ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო და მის ნაცვლად ადანს ათამაშებდა.

"კასილიასი ამბობს, რომ ჩემს წინააღმდეგ არ მოქმედებდა. ეს ტყუილია. აკეთებდა იმას, რაშიც ბადალი არა ჰყავს - შეთქმულებას მიწყობდა", - განუცხადა მოურინიომ "რეკორდს".

ამას წინათ კასილიასმა ესპანეთში კარიერის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული