"არსენალი" "რეალს" კეილორ ნავასში 14 მილიონს სთავაზობს

AutoSharing Option
"რეალის" მეკარემ კეილორ ნავასმა შეიძლება კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

Diario Sport-ი ირწმუნება, რომ მისი სამსახურით "არსენალია" დაინტერესებული, რომელიც მას პიოტრ ჩეხის ხანგრძლივვადიან შემცვლელად განიხილავს.

გამოცემის მტკიცებით, "მეთოფეებმა" ბლანკოსს ნავასში 14 მილიონი ფუნტი შესთავაზეს.

ნავასმა არაერთხელ თქვა, რომ ტიბო კურტუას სათადარიგოობა არ აწყობს.

მან ამ სეზონში 8 მატჩში 8 გოლი გაუშვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული