გიორგი წიტაიშვილი პრემიალურებზე: ზოგიერთს მუდამ სხვისი ფული აინტერესებს

AutoSharing Option
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ უკრაინის ნაკრების ნახევარმცველ გიორგი წიტაიშვილს ua-football.com-ის ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, ფეხბურთის ასოციაციამ მისცა თუ არა პრემიალურები. ფეხბურთელმა უპასუხა, რომ თასი და ჯილდოები მიიღეს, ფული კი - არა. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით მან ასოციაციის საიტთან განცხადება გააკეთა და უნდა ითქვას, ამ ბიჭს თამაშიც ეხერხება და სიტყვა-პასუხიც არ ეშლება:

"მე ვუპასუხე ჟურნალისტს, რომელმაც პრემიალურებზე მკითხა, რომ ტურნირის დაწყებამდე არაფერს არ დაგვპირებიან, რაღაც მატერიალური ჯილდოსთვის კი არა, არამედ უკრაინის ღირსებისა და საკუთარი ოცნებისთვის ვთამაშობდით. განა ეს საკმარისი მოტივაცია არ არის?

გასაკვირია, რომ ჩვენი და მთელი უკრაინული ფეხბურთის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მიღწევა ასე უცბად მივიწყებას მიეცა და ფულის საკითხზე გადაერთო. თუ ვინმეს აინტერესებს, ვეტყვი, კიევში დაბრუნების შემდეგ ასოციაციაში შეხვედრა გვქონდა, სადაც პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ დაგვარწმუნა, რომ ამ საკითხზე ნერვიულობა არ ღირს და ყველაფერი წესრიგში იქნება.

ამდენად, არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს ცხადია და განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებს. თუმცა, ზოგიერთს ყოველთვის აინტერესებს სხვისი ფული".

altfootball.ua: გიორგი წიტაიშვილი მშობლიური ქვეყნის - საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზე ოცნებობს

altგიორგი წიტაიშვილი: ჩემთვის უკრაინის განდიდება დიდი პატივია - მხოლოდ კიევის "დინამოზე" ვფიქრობ

altგიორგი წიტაიშვილი: უკრაინისთვის და ჩვენი ფეხბურთისთვის ისტორია დავწერეთ

altU20. გიორგი წიტაიშვილმა ფინალში გოლი გაიტანა - უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
მისი გატანილი გოლი ხომ ნახეთ? რომელ მოქმედ ქართველ თავდამსხმელს შეუძლია იგივე გააკეთოს? ფედერაციამ ყველა საშუალება უნდა სცადოს, რომ საქართველოს ნაკრებში ითმაშოს. უკრაინაც რასაკვირველია თავისას ეცდება, ამიტომ მისი ჩამოყვანა ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მაინც უნდა ვცადოთ.
გრიშა
09:23 20-06-2019
0
ჩამოიყვანეთ ეს ბიჭი საქართველოში ერთი კვიროთ ხომ შეიძლება და აღარ იყოყმანებს რომელ ნაკრებში ვითამაშოვო
ტოტტი
06:16 20-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული