"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა დიეგო კოსტამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს.
"რომა" და "ნაპოლი" დიეგო კოსტას წარმომადგენელს დაუკავშირდნენ და მოლაპარაკება წამოიწყეს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".
გამოცემის ცნობით, მხარეები ტრანსფერის პოტენციურ ფასზე კონტაქტობენ. ჯერ უცნობია, რა ფასად აპირებს მადრიდული კლუბი ფეხბურთელის გაყიდვას.
ამ სეზონში 31 წლის დიეგო კოსტამ ლა ლიგის 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ამ სეზონში 31 წლის დიეგო კოსტამ ლა ლიგის 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.