რა სჭირს ჰოლანს? გოლების მანქანამ შედეგიანობას უკლო

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავმა ერლინ ჰოლანმა სუპერშედეგიანობა შეწყვიტა. ბოლოს ნორვეგიელმა ტალანტმა მარტის სანაკრებო შესვენებამდე 1 კვირით ადრე "კიოლნს" გაუტანა.

ერლინის აგენტი მინო რაიოლა და მამა ალფ ინჟე ჰოლანი ესპანეთში გაემგზავრნენ, რათა მოლაპარაკებები მადრიდის "რეალთან" და "ბარსელონასთან" გაემართათ, თუმცა ბოლო 6 თამაშია "დორტმუნდის" თავდამსხმელმა გოლების გატანა შეწყვიტა. 20 წლის ფეხბურთელმა ნორვეგიასთან ერთად სანაკრებო შესვენებისას მეტოქის კარი ვერცერთხელ ვერ აიღო. ამას დაემატა "აინტრახტი", "მანჩესტერ სიტი" და "შტუტგარდი".

მშრალი სერიის შემდეგ გერმანელებს თავიანთი სუპერტალანტის გოლები ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტისთან" ნამდვილად სჭირდებათ.
შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი 14 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"სიტი" ჰოლანისთვის ბრძოლას გამოეთიშა? გვარდიოლა ფინანსურ კრიზისზე საუბრობს


მკითხველის კომენტარები / 2 /
ეტყობა ბენზინი ვერ იშოვნა.
გია
18:01 12-04-2021
2
შტუტგარდი არა შდუდგარდი:)))
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული