მარადიშვილს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს

AutoSharing Option
ცსკა-ს 21 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ესპანეთთან და მალტასთან მატჩებისთვის გამოიძახეს.

"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, კონსტანტინეს აგენტი მისი მამა კობა მარადიშვილია, რომელიც არმიულ გუნდში თავისი შვილის სეზონური ხელფასით, 300 ათასი ევროთი უკმაყოფილოა და გასამრჯელოს მომატებას ითხოვს, აგრეთვე სხვა კლუბების წინადადებებს განიხილავს.

მარადიშვილის სამსახურით მოსკოვის "ლოკომოტივი" დაინტერესდა. მას ცსკა-სთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 10 მილიონია.

მარადიშვილმა გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის მოსკოვშია დაბადებული და
რუსეთის მოქალაქეა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Ამას გვარი აქ მხოლოდ ქართული.პლესნოი უფრო ქსრთველია ვიდრე ეს ჯეელი
ბაბუაწვერა
18 აგვისტო 2021 13:47
0
ძალიან მნიშვნელოვანი ნიუსია პირდაპირ
მიდი მოვდივარ
18 აგვისტო 2021 06:14
0
ეს რო საქართველოს მოქალაქე იყოს და სეზონში მხოლოდ 1 გოლი 1 ასისტი ქონოდა სკამზე ამოალპობდნენ სკანცამი
შაკო
17 აგვისტო 2021 22:55
1
უბრალოდ ინფორმაციისთვის, მომავალი სეზონიდან რუსეთში 99% ლეგიონერებზე ლიმიტს გააუქმებენ, რუს. ფეხ. ფედერაციას აქვს ამის სურვილი. ძქლიან ბევრი ქართველი ფეხბურთელია რუსეთში დაბადებული დანარჩენს მიმხვედრი მიხვდება...
გიორგი
17 აგვისტო 2021 22:17
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული