მარადიშვილს რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს

AutoSharing Option
ცსკა-ს 21 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ესპანეთთან და მალტასთან მატჩებისთვის გამოიძახეს.

"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, კონსტანტინეს აგენტი მისი მამა კობა მარადიშვილია, რომელიც არმიულ გუნდში თავისი შვილის სეზონური ხელფასით, 300 ათასი ევროთი უკმაყოფილოა და გასამრჯელოს მომატებას ითხოვს, აგრეთვე სხვა კლუბების წინადადებებს განიხილავს.

მარადიშვილის სამსახურით მოსკოვის "ლოკომოტივი" დაინტერესდა. მას ცსკა-სთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 10 მილიონია.

მარადიშვილმა გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ის მოსკოვშია დაბადებული და
რუსეთის მოქალაქეა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს რო საქართველოს მოქალაქე იყოს და სეზონში მხოლოდ 1 გოლი 1 ასისტი ქონოდა სკამზე ამოალპობდნენ სკანცამი
შაკო
22:55 17-08-2021
1
ძალიან მნიშვნელოვანი ნიუსია პირდაპირ
მიდი მოვდივარ
06:14 18-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული