ფაბრიციო რომანოს ცნობით, "მეთოფეებმა" უკრაინულ გუნდს 55 მილიონი (+15 მილიონი ბონუსის სახით) შესთავაზა.
თავად მუდრიკმა ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ მისი ტრანსფერი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.
მისი დამატება "ჩელსისაც" სურს, თუმცა თავად მოთამაშის პრიორიტეტი "არსენალში" გადასვლაა.
მუდრიკმა ამ სეზონში "შახტარის" მაისურით ყველა ტურნირზე 18 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 8 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
"შახტარმა" მუდრიკი "არსენალს" 55 მილიონ ფუნტად არ მიჰყიდა