ლუჩანოს სიაში კვარაცხელია ვერ მოხვდა - რომელი 4 ფეხბურთელის შენარჩუნება სთხოვა სპალეტიმ დე ლაურენტისს

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო რამბაუდიმ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ტოსკანელმა სპეციალისტმა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს 4 ფეხბურთელის შენარჩუნება მოსთხოვა.

აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა "პარტენოპეის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია.

"ლუჩანომ დე ლაურენტისს ვიქტორ ოსიმენის, კიმ მინ-ჯეს, სტანისლავ ლობოტკასა და ჯოვანი დი ლორენცოს შენარჩუნება მოსთხოვა, ცხადია, სპალეტი გარანტიებს ითხოვს, "ნაპოლი" ძლიერი გუნდია, მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ", - განაცხადა რამბაუდიმ.

შეგახსენებთ, იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერა "ტორინოში" დაიწყო, სხვადასხვა დროს კი "პავიას", "პერუჯას", "ფოჯას", "ატალანტას", "ლაციოსა" და "ჯენოაში"
უთამაშია. კარიერა 2000 წელს "ტრევიზოს" რიგებში დაასრულა.

altვიერი: განმაცვიფრა "კვარამ" - მისგან იტალიაში ამას არავინ ელოდა

altხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე კომოს ტბაზე ისვენებენ

მკითხველის კომენტარები / 29 /
ძაან კარგი, გადადი ხვიჩა სხვა გუნდში, ნაპოლისნაირი ეგოისტი ფეხბურთელები და მწვრთნელი არსად არ მინახავს, ერთი გულშემატკივრები ყავს ამ გუნდს კარგი და ქალაქი.
ნიკა
11:17 17-05-2023
7
რომ ვამბობდი, სპალეტის კვარაცხელია გუნდში არ უნდა - მეთქი, ერთი ამბავი ატყდა. ახლა მაინც დაიჯერეთ - კვარას "მიჩიხვა" მოედნის კუთხეში, ზოგიერთი ფეხბურთელის მიერ კვარას იგნორირება და პასის არ მიცემა, მისი დაცვაში სირბილის მოთხოვნა სპალეტისგან მოდის, თორემ მისი წაქეზების გარეშე ვინ გაბედავდა ასეთ საქციელს...რაც უფრო მალე წავა კვარა ნაპოლიდანმ მით უკეთესი, არადა, სულ ოსიმჰენის დანამატი იქნება
ბესო
11:11 17-05-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული