ლუჩანოს სიაში კვარაცხელია ვერ მოხვდა - რომელი 4 ფეხბურთელის შენარჩუნება სთხოვა სპალეტიმ დე ლაურენტისს

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო რამბაუდიმ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ტოსკანელმა სპეციალისტმა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს 4 ფეხბურთელის შენარჩუნება მოსთხოვა.

აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა "პარტენოპეის" ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია.

"ლუჩანომ დე ლაურენტისს ვიქტორ ოსიმენის, კიმ მინ-ჯეს, სტანისლავ ლობოტკასა და ჯოვანი დი ლორენცოს შენარჩუნება მოსთხოვა, ცხადია, სპალეტი გარანტიებს ითხოვს, "ნაპოლი" ძლიერი გუნდია, მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ", - განაცხადა რამბაუდიმ.

შეგახსენებთ, იტალიელმა ფეხბურთელმა კარიერა "ტორინოში" დაიწყო, სხვადასხვა დროს კი "პავიას", "პერუჯას", "ფოჯას", "ატალანტას", "ლაციოსა" და "ჯენოაში"
უთამაშია. კარიერა 2000 წელს "ტრევიზოს" რიგებში დაასრულა.

altვიერი: განმაცვიფრა "კვარამ" - მისგან იტალიაში ამას არავინ ელოდა

altხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე კომოს ტბაზე ისვენებენ

მკითხველის კომენტარები / 29 /
ისე აიმღვრა წყალი ნაპოლში რო მგონი სჯობს გაეცალოს ამ ზაფხულს. ზედმეტად მაფიოზური სტილით ცდილობს დე ლაურენტისი ნაპოლის მართვას, დონ კორლეონეს სტილში აკეთებს განცხადებებს.
გიორგი
07:58 19-05-2023
3
ეს 4 ფეხბურთელია: მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
ტორპედოელი
03:34 19-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული