
Corriere dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "ნაპოლის" გაწვრთნა ანტონიო კონტეს შესთავაზა, თუმცა 53 წლის სპეციალისტისგან უარი მიიღო.
გამოცემის მტკიცებით, 72 წლის კინოპროდიუსერისთვის მწვრთნელის თანამდებობაზე ყველაზე სასურველი კანდიდატი ყოველთვის კონტე იყო.
შეგახსენებთ, ანტონიო ბოლოს "ტოტენჰემს" თავკაცობდა, თუმცა კლუბი შუა სეზონში სკანდალური ინტერვიუს შემდეგ დატოვა.
ცნობილი გახდა, როდის გვაუწყებენ სპალეტის წასვლას