"შეაჩერეთ პოლონეთის უკრაინიზაცია, მათ ვოლინში ჩვენი ბავშვები დახოცეს" - "სლასკის" ფანები მატჩზე ანტიუკრაინული ბანერებით წარდგნენ

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-2 ტურში "სლასკი" საკუთარ მოედანზე თორნიკე გაფრინდაშვილის "ზაგლებიესთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა ფანები ტრიბუნაზე მოულოდნელად ანტიუკრაინული ბანერებით გამოჩნდნენ, სადაც შემდეგი წარწერები იყო:

"შეაჩერეთ პოლონეთის უკრაინიზაცია", "უკრაინელებმა დახოცეს ჩვენი ბავშვები ვოლინში", "ვოლინის სამარცხვინო დუმილის 80 წელი".

აღსანიშნავია, რომ "სლასკის" ფანების მხრიდან ეს ანტიუკრაინული პირველი ქმედება არ არის. გასული წლის ოქტომბერში მათ გამოფინეს ბანერი, სადაც ეწერა, რომ ეს ომი მათი არ იყო, რისთვისაც კლუბი 15 000 ზლოტით დაჯარიმდა.
მკითხველის კომენტარები / 55 /
რუსეთის მოყვარულის და დამბრალებლისაც კიდევ, გაწყობთ პროდასავლელებო ანუ ლიბერასტებო? ეს მონური სულის მქონე ადამიანები თვითონ რომ დასავლეთის მონები არიან გონიათ სხვა რუსეთის მონაა. თქვენი განუვითარებელი მე
აკაკი
14:26 01-08-2023
29
ზოგს ავიწყდება რომ უკრაინელი და რუსი შინაგანი ბუნებით ერთიდაიგივე ხალხია...

უკრაინის საზღვრებში მოქცეულია ყოფილი პოლონეთის ტერიტორია, ეს გააკეთეს კომუნისტებმა და მაშინ უკრაინელები არც ისე ჰუმანურად მოექცნენ იქ მაცხოვრებელ პოლონელებს.. და ეს ახსოვთ პოლონეთის ზოგ რეგიონში და ნურც ნურავის ჰგონია რომ პოლონელები არ გეგმავენ მაგ ტერიტორიების დაბრუნებას
არსაკიძე
14:06 01-08-2023
10

სიახლეები პოპულარული