მარადიშვილმა "ლოკომოტივი" მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის მეოთხე ტურში კონსტანტინე მარადიშვილმა მოსკოვის „ლოკომოტივს“ „კრილია სოვეტოვთან“ ქულა მოუპოვა.

„ლოკომოტივი“ საკუთარ მოედანზე 0:1 მარცხდებოდა, 79-ე წუთზე შესულმა მარადიშვილმა კი 90+3-ე წუთზე შორიდან დაარტყა ბურთი სამარელთა კარში და ანგარიში გაათანაბრა.

მარადიშვილის შესახებ კარგა ხანი იყო საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, მას „ლოკომოტივი“ იჯარით „ურალში“ უპირებდა გაშვებას, მაგრამ ეკატერინბურგულმა კლუბმა იმ პერიოდში, როდესაც მათ გუნდში ითამაშებდა, სახელფასო სხვაობის გადახდა „ლოკოს“ მოსთხოვა და როგორც ჩანს, ტრანსფერი ჩაიშალა.

„ჩემპიონატის“ ცნობით, კონსტანტინეს ყოველთვიური გასამრჯელო 7 მილიონი რუბლია (64 ათასი ევრო).

მკითხველის კომენტარები / 6 /
კონსტანტინე მარადიშვილი არის რუსი დაბადებული მოსკოვში და გაზრდილი წარმოშვებითაა ქართველი მხოლოდ
გენო
02:36 13-08-2023
3
თქვეს გასაგებად რომ მამამისია წინააღმდეგიო რომ ითამაშოს ჩვენს ნაკრებშიო ანუ მზე მამის შვილია და დაანებეთ თავი.
თემო
23:22 12-08-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული