წყაროს ცნობით, ბრაზილიელმა "ბილბაოსთან" მატჩში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რაც ამ სეზონში "ბლანკოსში" უკვე მეორედ მოხდა. მოგეხსენებათ, ანალოგიური ტრავმა "სამეფო კლუბის" მეკარემ, ტიბო კურტუამ მიიღო, "თეთრებმა" მის შემცვლელად იჯარის წესით "ჩელსიდან" კეპა არისაბალაგა დაიმატა.
ჯერჯერობით უცნობია, შეიძენს თუ არა "რეალი" ახალ ცენტრალურ მცველს.