გარსია "მარადონადან" სტვენით გააცილეს - "ნაპოლის" ქომაგებმა სასურველი სპეციალისტი დაასახელეს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" შინ "ფიორენტინასთან" 1:3 დამარცხდა. "პარტენოპეი" ზედიზედ მეორედ დამარცხდა, რამაც ნეაპოლელი გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია და ფრანგი სპეციალისტი სტვენით გააცილეს.

"ნაპოლის" ქომაგებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ გარსიამ გუნდი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა კი მის ნაცვლად ანტონიო კონტე მოიწვიოს, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

"რუდი გარსია რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეს, კიდევ გვაქვს დრო, რომ სეზონი გადავარჩინოთ. სასწრაფოდ ახალი მწვრთნელი გვჭირდება. პირადად მე ანტონიო კონტეს დაუფიქრებლად ავიყვანდი".

"თუ არ ვცდები, ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ
ის მზადაა ნეაპოლში ფეხით ჩამოვიდეს. ჩემთვის სასურველი მწვრთნელები ანტონიო კონტე ან ფაბიო კანავარო არიან. დარწმუნებული ვარ, ისინი ფეხბურთელებს ენთუზიაზმს დაუბრუნებენ".

"გარსიამ აქ მუშაობა ვეღარ უნდა გააგრძელოს, დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის მოძებნა უნდა დაიწყოს", - აცხადებენ "ნაპოლის" ქომაგები.
მკითხველის კომენტარები / 12 /
გარსიაა თუ თარსია?
არაა ამასთან შანსია!
გია_544
10:57 09-10-2023
1
სტადიონიდან სტვენით გაცილება არ შველის საქმეს, ეგ საფრანგეთის საზღვრამდე უნდა გააცილო. დღეს ყველაზე კარგი პოლიტანო იყო და ის გამოცვალა და ვინც შემოიყვანა ის ფრანგი, სუფთა სიაფანდი თამაშშიც და ისედაც, წინა თამაშზე სხვა პრიჩოსკით იყო გუშინ სხანაირით. წადით რაა აქედან.
მალხაზ ჯობავა
10:03 09-10-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული