"შეცდომა პირველად აღიარა" - რას ნანობს დე ლაურენტისი

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის ლუჩანო სპალეტის გაშვებას ნანობს, ამის შესახებ ინფორმაციას Areanapoli-ს ჟურნალისტი ალესანდრო სეპე ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 72 წლის კინოპროდიუსერმა ეს ამბავი გუშინ, "იუვენტუსთან" (0:1) განცდილი მარცხის შემდეგ პირველად აღიარა.

"დე ლაურენტისი" "იუვენტუსთან" მარცხის შემდეგ იმედგაცრუებული და აჟიტირებული იყო, კრისტიანო ჯუნტოლისა და ლუჩანოს დანაკლისი, ამ დღეებში კიდევ უფრო კარგად გააცნობიერა, ვნახოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი", - წერს სეპე.

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"გეტყვით,

კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

alt"ამას ვერ შეგპირდებით" - რა განაცხადა დე ლაურენტისმა

alt"ამას ფეხბურთელებზე ზეწოლისთვის იყენებენ" - ფაბრიციო რომანოს ეჭვები დე ლაურენტისსა და "ნაპოლის" ტყუილზე

მკითხველის კომენტარები / 9 /
კიმის გაყიდვაც ძალიან დიდი შეცდომა იყო.ფაქტი სახეზეა.
ავთანდილ კეკელიძე
12:36 15-12-2023
0
ეს ყველაფერი შეიძლება აიხსნას,დე ლაურენტისის არაპროფესიონალიზმით და სიძუნწით
Sake
13:50 11-12-2023
0

სიახლეები პოპულარული