უმკაცრესი სასჯელი ზელინსკის - დე ლაურენტისი პოლონელზე გაბრაზებულია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, "ნაპოლის" ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ნაპოლის" დატოვებს და "ინტერს" შეუერთდება.

პოლონელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, რამაც "პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ძალიან გააბრაზა.

Calcionapoli24-ის ჟურნალისტის, ლუკა კერჩონეს ცნობით, დიდი შანსია, რომ მიმდინარე სეზონში ზელინსკი მოედანზე ვეღარ ვიხილოთ და ჩემპიონატის დარჩენილი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატაროს.

მოგეხსენებათ, პიოტრი ჩემპიონთა ლიგის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

შეგახსენებთ, ზელინსკი "ნაპოლის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს.

alt"მის ბოლო თამაშებს უყურეთ?" - დე ლაურენტისმა ზელინსკის

აგენტი გააკრიტიკა

alt"დე ლაურენტისი დიქტატორია" - პოლონელები ზელინსკის დასჯამ აღაშფოთა

altეს დასასრულია - "ნაპოლიმ" ზელინსკი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოკვეთა

მკითხველის კომენტარები / 21 /
მარაზმია უკვე, რაც ხდება, ფეხბურთელებს და მათ აგენტებს მეტისმეტად გაუვიდათ თავს, რაში ითხოვენ მილიონებს, აგენტები ხომ საერთოდ, ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელზე მეტ ბონუსებს ეგენი ითხოვენ.
კონკრეტულად ჟელინსკი - ამდენი წელია გუნდში რომ ხარ,ჩუმად არ უნდა იპარებოდე სხვაგან, მით უმეტეს, ისედაც ყველამ იცოდა, კონტრაქტს რომ არ ახანგრძლივებდა ნაპოლისთან და ვერავინ ვერაფერს დააკლებდა. დე ლაურენტისიც მაგარი უნამუსო და გაუმაძღარია, მაგრამ ჟელინსკი ამ შემთხვევაში არაა მართალი
ლუკა
16:18 14-02-2024
6
შეხვდა დე ლაურენტისს,თავისი ჭკუისა და არ მოეწონა!
ზელინსკი საჩემპიონო სეზონში,გუნდის ერთერთი ლიდერი იყო,პრეზიდენტმა კი,წახალისების ნაცვლად,ხელფასის საკუთარი ნებით დაკლება მოსთხოვა.ჰო და ის მიიღო,რასაც იმსახურებდა.ზელინსკიმ ხელფასის დაკლებაზე უარი თქვა,სამაგიეროდ კი,თამაშს მოუკლო და აიძულა კიდეც,თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვან.
სოსო
13:12 14-02-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული