წყაროს ცნობით, ნიგერიელმა დედაქალაქურ კლუბთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა, თუმცა ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ "პარი სენ ჟერმენი" რანდალ კოლო მუანის გაასხვისებს.
"ნაპოლის" და პსჟ-ს ფეხბურთელის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ დაუწყიათ.
ოსიმენის გადაბირებით არაბული კლუბები და "ჩელსი" ინტერესდებიან, თუმცა ინგლისელები ვიქტორის გამოსასყიდი თანხის გადახდაზე უარს აცხადებენ.
შეგახსენებთ, თუ ოსიმენი "პარტენოპეის" დატოვებს, დიდი ალბათობით, ნეაპოლელები მის შემცვლელად რომელუ ლუკაკუს დაიმატებენ.
ლუკაკუმ "ნაპოლისთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა - ბელგიელი ოსიმენის გასხვისებას ელოდება