თბილისის "დინამოს" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე

AutoSharing Option
28 მაისს სრულდება ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება და ზუსტად ერთ თვეში იწყება, ახალი 2016/17 წლის სეზონი, რომელიც ამ ტურნირის ისტორიაში 62-ე იქნება.

ტურნირზე საქართველოს წარმომადგენელი თბილისის "დინამო" იქნება. საქართველოს ჩემპიონის მისია კვლავ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იქნება, რაც ჯერ არცერთ ქართულ კლუბს მიუღწევია.

"დინამო" გათამაშებაში II საკვალფიკაციო წრიდან ჩაერთვება და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მას სამი ეტაპის დაძლევა (II და III საკვალიფიკაციო წრეები და პლეი ოფი) მოუწევს.

II საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო" 5,875 რეიტინგით განთესილთა შორის მოხვდა და შედარებით იოლი მეტოქე ელის.

ჩამოვწერთ სავარაუდო მეტოქეებს რეიტინგის კლების მიხედვით:

"ტრენჩინი" (სლოვაკეთი), "დუდელანჟი" (ლუქსემბურგი), "ჟალგირისი" (ლიტვა), "ჰაპოელი" ბეერ-შევა (ისრაელი), "ოლიმპია" (სლოვენია), "ვარდარი" (მაკედონია), "ნორჩოპინგი" (შვედეთი), "ფერენცვაროში" (უნგრეთი), "კრუზეიდერსი" (ჩრ. ირლანდია), "ზრინსკი" (ბოსნია), "დანდალკი" (ირლანდია), "მლადოსტი" (ჩერნოგორია), სიკ (ფინეთი), "ლიეპაია" (ლატვია), და მოლდოვის ჩემპიონი ("დაჩია" ან "შერიფი").

ამათ დაემატებიან I საკვალიფიკაციო წრეში გამარჯვებული კლუბები, სადაც ყველაზე სუსტი კლუბები არიან თავმოყრილი.

II საკვალიფიკაციო წრის მატჩები 12-13 ივლისს და 19-20 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვერ ეღირსებით ლიგას და არც გისურვებთ რასაც თქვენ ცოდვებს აკეთებთ ჩემპიონატში ყველას შეაძულეთ თავი...
patrioti
24 მაისი 2016 22:58
0
გიო-ს ჟალგირისიც?კრუზეიდერსიც?დანდალკიც?ლიეპაიაც? არ მომბეზრდება გავაგრძელებ)))) ერთხელ გადით გამახარეთ ჯგუფურზე მაინც ნუმომკლავთ ისე ერთხელ გადით)))
P.s. მარტო დინამოს არ ვგულისხმობ
svani
24 მაისი 2016 22:04
0
ფერენცვაროშის და ოლიმპიას გარდა ყველასთან უნდა მოვიგოთ წესით
ოთო
24 მაისი 2016 21:17
0
ყველა გუნდი რომელიც აქ ჩამოწერილია დინამოსთან მიმაჩნია ფავორიტად,სამწურახაროდ, ჯერ მე ისეთი დინამო არ მინახია რომ ვინმესთან ფავორიტი იყოს,სამწუხაროდ.
გიო
24 მაისი 2016 19:46
0
რამდენ გვერდზე ვნახე სტატია და ყველას არასწორად გიწერიათ ..... რაღაც ინფორმაციას რო წერთ და საიდანაც გაქვთ მოპოვებული ხო უნდა გაერკვიოთ ნორმალურად? განთესილი იქნება 17 გუნდი და განუთესავიც მაგდენი, ახლა თქვენ განუთესავებში გიწერიათ 15 გუნდი, რომელსაც უნდა დაემატოს 4 გუნდი ანუ გამოდის 19 და არასწორია. ტრენჩინი და დუდელანჟი არიან განთესილები და თუ მოლდოვაში შერიფი გახდა ჩემპიონი ის იქნება განთესილი და დუდელანჟი განუთესავი გახდება.
H
24 მაისი 2016 18:13
0
მინიმუმ 4-5 მაღალი კლასის ფეხბურთელი,სხვა შემთხვევაში პირველივე ეტაპზე დარჩება. ესაა რეალობა
ioseb
24 მაისი 2016 17:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული