ბაჩანა არაბული: სტადიონზე სულსა და გულს დავდებთ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლატვიური შეკრება გრძელდება. გუნდი უკვე ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა.

ნაკრების ვარჯიშები ყოველდღიურად უფრო ინტენსიური და საინტერესო ხდება - იტვირთება სხვადასხვა კომპონენტით.

გია ცეცაძის გუნდში მშვენიერი განწყობაა და ფეხბურთელები გულმოდგინედ და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან საწვრთნელ პროცესს.

ბაჩო არაბულმა სფფ-ის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გააკეთა:

"ყოველდღე იმაზე ვფიქრობ, როგორ ელოდება მთელი ქვეყანა 20 ივლისს და ჩემპიონატის დაწყებას. ჩვენი ოჯახები და ახლობლები ხომ საერთოდ... ჩვენს მოლოდინზე აღარ მაქვს ლაპარაკი.

ჩვენ სულს და გულს დავდებთ სტადიონზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონატზე რაც შეიძლება
წინ წავიდეთ. ფეხბურთი ისეთი რამაა, არავინ იცის, რა მოხდება. შეიძლება ძალიან მაგრად ითამაშო, მაგრამ დამარცხდე. ჩვენ კი ამის რისკი მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.

რა მოხდება, ეს უკვე ღვთის ნებაა... თუმცა, უპირველესად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი.

ჩვენი ნაკრები ერთი დიდი ოჯახია. რომ არა ერთმანეთთან ასეთი სიყვარული და ჯანსაღი ურთიერთობები, სხვანაირად არაფერი გამოგვივიდოდა".


იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:

19-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში - მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის [ფოტოგალერეა]
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა სანდოხაძე: ახლა გაჩერება არ შეიძლება
[გაიცანით 19-წლამდელები] თემურ მარკოზაშვილი: ევროფინალი ყველას სტიმულია
[გაიცანით 19-წლამდელები] ავთანდილ ენდელაძე: ნახევარფინალში მაინც!
[გაიცანით 19-წლამდელები] ნიკა კაჭარავა: იმხელა ვიყავი, ასაკგადაკეთებულად მთვლიდნენ
[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
მკითხველის კომენტარები / 1 /
საკაიფო ვარჯიშია ვიდეოზე.. :)
Georgi
17:29 08-07-2013
0

სიახლეები პოპულარული