დასჯილი ქობულეთის "შუქურა" საშინაო მატჩებს სამტრედიაში ჩაატარებს

AutoSharing Option
დეკემბერში ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომაზე ქობულეთის "შუქურას" 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, რის გამოც ეროვნული ლიგის პირველ სამ საშინაო მატჩს "ჩელე არენაზე" ვერ ჩაატარებს.

მიზეზი ბოლნისის "სიონთან" პლეი აუტის საპასუხო მატჩში მომხდარი ინციდენტი გახდა: ქობულეთელმა გულშემატკივრებმა პირველ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო (ბოლნისში ქობულეთელთა ფეხბურეთელ კობა შალამბერიძეს აგინეს) სტუმრებზე ჯავრი საპასუხო შეურაცხყოფით იყარეს.

"შუქურას" დირექტორ რევაზ ჩელებაძის თქმით, რამდენიმე შესაძლო ვარიანტიდან დროებით საშინაო არენად სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძე" ამჯობინეს. შეთანხმება უკვე მიღწეულია და 10 მარტს "შუქურა" ქუთაისის "ტორპედოს" სწორედ სამტრედიაში
უმასპინძლებს, ისევე, როგორც 1-ელ აპრილს ფოთის "კოლხეთს", ხოლო 8-ში - თბილისის "ლოკომოტივს".

საერთოდ კი, სამწუხარო ფაქტია, რომ ეროვნული ლიგის 10 გუნდიდან საკუთარ სტადიონზე მხოლოდ 5 თამაშობს: "სამტრედია", თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", გორის "დილა" და "შუქურა".

მეორე ხუთეულიდან, "ლოკომოტივი" და "საბურთალო" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მოედნებს ქირაობენ, "ჩიხურა" მეტოქეებს ზესტაფონში მასპინძლობს, ბათუმის "დინამო" მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და მორაგბეთა სტადიონზე ითამაშებს, ფოთის "კოლხეთი 1913" კი "ჩელე არენის" იმედადაა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
vin unda mivides xalxi amat tamashze, samokvarulo ligis donea, done rom amagldes kvalifiuri uzxoelebi unda chamovides, ak kidev normaluri vin chamova am infrastukturis da stadionebis shemxedvare, rom hkitxot donee aamaglen maisurze kartulad gvarebis daterit)))
jason
17:16 08-03-2017
0
ironiaa raa, visaz fexburti ukvart da dadis xalxi stadionze, vgulisxmob dasavlet sakartvelos, mag gundebs arz stadioni ar aakvt da arz baza, aba dinamos da lokomotivis tamashze 50 kazi tu dadis.
giorgi
17:24 08-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული