რევაზ ჩელებაძე: მე არ ვარ ქურდი და არასოდეს არაფერი მომიპარავს!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას, სპორტის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ზოგიერთი კლუბის ხელმძღვანელის მუშაობა გააკრიტიკეს.

მათ შორის აღმოჩნდა ვეტერანი ფეხბურთელი რევაზ ჩელებაძე, რომელიც ქობულეთის "შუქურას" დირექტორია. მან "ლელოს" მეშვეობით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა...

- დავიწყებ ელგუჯა ლობჯანიძის ამბით. თავის დროზე, ლობჯანიძე იჯარის წესით გადავიდა "ორენბურგში". ჩვენ რუსულ კლუბთან გვქონდა მოლაპარაკება, რომ თუ გუნდი შეინარჩუნებდა ადგილს პრემიერლიგაში, მაშინ ელგუჯა კლუბთან გააფორმებდა ერთწლიან კონტრაქტს, ხოლო "შუქურა" მიიღებდა დაახლოებით 100 ათას ევროს.

როგორც
იცით, "ორენბურგმა" ვერ მოახერხა უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება და "შუქურამ" ფეხბურთელთან გააფორმა ახალი კონტრაქტი.

აღსანიშნავია, რომ ლობჯანიძე უკვე წასული იყო გუნდიდან, მასთან კონტრაქტი უკვე შეწყვეტილი იყო... მაგრამ, მოულოდნელად, "ორენბურგში" სიტუაცია შეიცვალა - გუნდში მთავარ მწვრთნელად მივიდა თემურ ქეცბაია. მას სჭირდებოდა ლობჯანიძე და ჩვენც ჩავთვალეთ, რომ თემურის ხელში ის კიდევ უფრო მოუმატებდა.

ამიტომ, "ორენბურგთან" გაფორმდა ახალი საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც იმოქმედებს ერთი წლის განმავლობაში. ჩემთვის უზომოდ მტკივნეულია იმის მოსმენა, თითქოს, ვიღაცის ფულს ვითვისებ, ვიპარავ, ან რაღაც ასეთი.

ქართულ ფეხბურთს მე ფულს როგორ მოვპარავ, როცა მას ჩემი მთელი ცხოვრება მივეცი. ყველაფერი ღიაა და საჯარო!

ყველას შეუძლია, ყველაფერი უპრობლემოდ ნახოს! დიახ, მე დავეხმარე ჯანო ანანიძეს კარიერის აწყობაში. მე გავუშვი "რუბინში" საბა კვირკველია. რა, დღეს ცუდად გრძნობენ თავს ეს ფეხბურთელები? მთელი ჩემი ძალისხმევა ქართული ფეხბურთის უკეთეს მომავალს უკავშირდება. მე არ ვარ ქურდი და არასოდეს არაფერი მომიპარავს!

- მაგრამ თქვენ ხართ სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი კლუბის ხელმძღვანელი და როგორც სხვა თქვენმა კოლეგებმა, მაქსიმუმი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კერძო ინვესტორი მოიძიოთ. ზოგადად, ამისკენ სწრაფვა თითქოს არ შეიმჩნევა...
- რომ იცოდეთ, ვის არ ვთხოვე, ვის არ ვეხვეწე, ვის არ დავუჩოქე, რომ მოსულიყო კლუბში...

ახლა პირადად თქვენ გაგიმხელთ ექსკლუზიურად - არის ქართველი ინვესტორების ჯგუფი, რომელიც ძალიან სერიოზული გეგმებით აპირებს კლუბში მოსვლას. უფრო დეტალურად ამ თემაზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდება. ერთს კი გეტყვით, რომ ძალიან სერიოზულ ხალხსა და ინვესტიციაზეა ლაპარაკი.

რამდენჯერმე თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ საქმე, მაგრამ ჩაიშალა. დიდი იმედი მაქვს, ახლა აღარ ჩაიშლება, თორემ ეს ჩემთვის ტრაგედიის ტოლფასი იქნება.

ქობულეთურ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ორი ასაკობრივი გუნდი, 15 და 17-წლამდელები, გავიდა ოქროს ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე და, მგონი, ეს დიდი მიღწევაა. გეტყვით იმასაც, რომ ქობულეთის სტადიონზე იცვლება საფარი და დაიგება ბუნებრივი ბალახი.

ზოგადად, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას. მათი გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი სტიმულია. ასევე, ბობოყვათში კეთდება სტადიონი, სადაც გუნდი მომზადებას შეძლებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
რა გახდა ბოლო ბოლო აჯარასჰი 2 სტადიონის ასჰენება,,,კობულეტსა და ბატუმი...30 000 და 40 000
anzorika.
17:18 25-07-2017
0
vax-vax
25 ივლისი 2017 12:16
"ქუთაისელო"-ქართული ენა და მართლწერა კიდე ვერ ისწავლე? სირცხვილო...ქართული წერა კითხვა ძალიანაც კარგად ვიცი და ზრდილობასტანაც არ ვარ მწყრალად შენგან განსხვავებით ეტყობა ქართული ლომაიას ირმის ნახტომის დრისგაქვს ნასწავლი დდ იცი კი რაარის საერთოდ სირცხვილი.ისე ეტყობა საიტი და თემა შეგეშალა აქ სპორტული საიტია და არა ქართული ენის და ლიტერატურის.პროფესორო
quTaiseli
10:48 26-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული