ვინ არიან ცნობილი აგენტის მინო რაიოლას ქართველი კლიენტები

AutoSharing Option
Transfermarkt-ის ინფორმაციით, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საფეხბურთო აგენტ მინო რაიოლას კლიენტების სიაში ორი ქართველი ფეხბურთელი შედის.

ერთ-ერთი თბილისის "ლოკომოტივის" 19 წლის შემტევი ვატო არველაძეა, რომელიც მანამდე 35-ე საფეხბურთო სკოლასა და თურქულ "ქაზიმფაშაში" თამაშობდა.

Sportall.ge-მ ინფორმაცია თავად ფეხბურთელთანაც გადაამოწმა და ვატოს თქმით, მართლაც ასეა - მინო რაიოლა მისი აგენტია.

რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ეს ლანჩხუთის "გურიას" ყოფილი მცველი რევაზ წილოსანია. 23 წლის მცველი ამჟამად უგუნდოდაა.

რაიოლა ისეთი ცნობილი ფეხბურთელების აგენტია, როგორებიც არიან: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (თავისუფალი აგენტი), პოლ პოგბა, რომელო ლუკაკუ, ჰენრიხ მხითარიანი
(ყველა "მანჩესტერ იუნაიტედი"), მარკო ვერატი (პსჟ), მარიო ბალოტელი ("ნიცა"), ჯანლუიჯი დონარუმა ("მილანი") და სხვა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ზლატანი თუთავისუფალი აგენტია არველაძეების შვილს აგენტი რისთვის ჭირდება?!
vova
11:33 08-08-2017
0
"არ დაბლოკო"-ს შეეშვით მეგობრებო.
რეზი ჰყავდა მხედველობაში, ჩვენი ძვირფასი, საყვარელი რეზი...
kote
16:32 28-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული