ვიქნებით ამბიციური და მებრძოლი გუნდი - "სიონი" "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. უკანასკნელ საკონტროლო შეხვედრაში არმაზ ჯელაძის შეგირდები "მცხეთა პარკზე" თენგიზ კობიაშვილის დამოძღვრილ "ვიტ ჯორჯიას" დაუპირისპირდნენ და 0:1 დამარცხდნენ.

ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა. "ვიტ ჯორჯიამ" პაატა ღუდუშაურის მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმოს წყალობით მოიგო.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

სიონი: ნანიევი, ხურცილავა, კასრაძე, თოთაძე, გაფრინდაშვილი, სანტოსი, ჯანელიძე, ლობჯანიძე (შინდაგორიძე), კობახიძე (გიორბელიძე), ვოლკოვი, სიხარულიძე; მეორე ტაიმი: ნანიევი, ხურცილავა, კასრაძე, თოთაძე (ფოფხაძე), გიორბელიძე, სანტოსი, ჯანელიძე, შინდაგორიძე, ვოლკოვი (გადრანი), სიხარულიძე (ალი), უგულავა.
ვიტ ჯორჯია: შეროზია, გიგა გურეშიძე, ჩიტიშვილი, მუხულიშვილი, კალანდია,
გურამ გურეშიძე, მოსიაშვილი (72. ექვთიმიშვილი), კახაბრიშვილი (46. დანელია), ლებანიძე, ღუდუშაური (79. ბრეგვაძე), კურდღელაშვილი (63. კამლაძე).

მატჩის დასრულების შემდეგ "სიონის" ოფიციალური ვებგვერდისთვის კომენტარი გააკეთა ბოლნისელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არმაზ ჯელაძემ.

"მოსამზადებელი ეტაპი თბილისში გავიარეთ და 8 საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ. ბევრი თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის. მოსამზადებელი პერიოდია, გუნდში ბევრი ახალწვეული გვყავს და ეს ტესტმატჩები კარგი იყო შეთამაშების პრობლემის მოსახსნელად. ჯერ კიდევ არის პრობლემები, რომელთა აღმოსაფხვრელად კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, თუმცა ვფიქრობ, ეს ხარვეზები მალე გამოსწორდება. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვფიქრობ, ჩემპიონატში კარგ შედეგს მივიღებთ. ჩვენ ვიქნებით ამბიციური, მებრძოლო გუნდი. ჩემი მოლოდინია, რომ "სიონი" გარდამავალ ჩემპიონატში ღირსეულად იასპარეზებს", - განაცხადა ჯელაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული