თბილისის "დინამომ" რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" ლანჩხუთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელები, რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დასაჯა.

- მსაჯმა ორი დინამოელი ერთმანეთში ჩხუბის შემდეგ გააძევა [VIDEO]

"კლუბმა იმსჯელა ლანჩხუთში მომხდარზე. ორივე ფეხბურთელი, რენე ფერეირა და გიორგი პაპუნაშვილი დაჯარიმდნენ ერთი თვის ხელფასით.

გარდა ამისა, ამ მოთამაშეებმა მიიღეს გაფრთხილება - თუ კიდევ განმეორდება უდისციპლინო საქციელი მათი მხრიდან, გატარდება უმკაცრესი ზომები. მათ შორის, გამორიცხული არც დისკვალიფიკაციაა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ორივე ფეხბურთელი ნანობს ჩადენილ საქციელს. მათ ბოდიში მოიხადეს თანაგუნდელებისა და გულშემატკივრის წინაშე...", - გვითხრა "დინამოს" პრეზიდენტის რომან
ფიფიას
მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
რამხელა იზარალეს ბიჭებმა.
rusi
21 ოქტომბერი 2016 10:59
0
სირცხვილია რაცგურასტან მოხდა
irakli
21 ოქტომბერი 2016 10:43
0
5-1 წაგწს
givi
21 ოქტომბერი 2016 10:36
0
რატო არ ცერტ როგორ ითამაშეს დინამომ კაირათან
gia
21 ოქტომბერი 2016 10:26
0
არ არის საკმარისად მკაცრი ზომა.
კახა
21 ოქტომბერი 2016 10:22
0
აუფ, რა მკაცრი დასჯა ყოფილა.
giga
21 ოქტომბერი 2016 10:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული