"მეტოქემ დამსახურებულად მოიგო და შემდეგ ეტპაზე გვიადა. ვულოცავთ მათ. გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ "შკენდერბეუმ" ჩვენზე უკეთ ითამაშა. დღეს ბევრი რამე არ გამოგვივიდა, განსაკუთრებით შეტევაში თამაში", - მოჰყავს ცხადაძის სიტყვები კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს.
აღსანიშნავია, რომ საპასუხო მატჩამდე გამოცემა Vesti.kz წერდა, რომ თუ "ქაირათი" ევროპის ლიგას გამოეთიშებოდა კახა ცახადაძის გაშვების საკითხი დადგებოდა. გამოცემა წყაროდ კლუბთან დაახლოებულ პირს ასახელებდა.
- ლეგიონი ევროპის ლიგაზე: აქაც კრახი!