მამუკა ღონღაძე: ფეხბურთს თავს დავანებებ, "დაუგავა" კვლავ ხელს თუ შემიშლის!

AutoSharing Option
მამუკა ღონღაძის მიმართ ვლადიკავკაზის "ალანიას" ინტერესზე ადრე დავწერეთ. 26 წლის ქართველი თავდამსხმელისთვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა, "დაუგავას" შემადგენლობაში ლატვიის ჩემპიონი და ვირსლიგის ბომბარდირი გახდა.

ცხადია, მის მიმართ სხვა, უფრო ძლიერი ლიგის კლუბების ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ყველაზე საინტერესო ფეხბურთელისთვის ვლადიკავკაზის "ალანიას" წინადადება გამოდგა. რუსეთის პრემიერლიგის კლუბში მოხვედრა ბევრი ფეხბურთელისთვის საოცნებო არის, ვლადიკავკაზელებმა კი ქართველი თავდამსხმელის მიმართ ინტერესი დაადასტურეს.

ამავე დროს, ღონღაძე ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი არ გარკვეულა.

"13 იანვარს მოსკოვში უნდა გავემგზავრო. მერე ვლადიკავკაზში ჩავალ და სამედიცინო შემოწმებას გავივლი. რა თქმა
უნდა, ეს ბევრს ნიშნავს, ხშირად შემოწმება კონტრაქტის გაფორმებას წინ უსწრებს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამაზე არ მეტყველებს.

"ალანიას" პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა ვალერი გაზაევმა მითხრა, რომ მოვწონვარ და ჩემი კლუბში ნახვა სურს.

ალბათ, თურქეთში შეკრებაზე კლუბს გავყვები და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა. ჯერ კი უნდა შევხვდეთ მე, კლუბის წარმომადგენლები და "დაუგავას" პრეზიდენტი ან სხვა პირი.

კონტრაქტის ამბავი სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა",
- ამბობს ღონღაძე.

თურმე, ვლადიკავკაზელებს ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ ურთიერთობა ლატვიის ჩემპიონებთან, რომლის პრეზიდენტი გავრილოვიც გამორჩეული ფეხბურთელის რუსებისთვის იოლად დათმობას არ აპირებს:

"დიახ, ახლა მთავარი პრობლემა არის სწორედ "დაუგავას" პრეზიდენტი. გაიგო რა, რომ ჩემით რუსეთის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა, 300 ათას ევროზე ნაკლებ კომპენსაციას არ თანხმდება. მე ხომ კონტრაქტი 2013 წლის 31 აგვისტოს მიმთავრდება და პრინციპულად არ სურს, რაიმე დათმოს.

შარშან რეალური იყო ჩემი უკრაინის კლუბებში გადასვლა, "ზარიაც" მიწვევდა და "კრივბასიც", ლუგანსკელები კონტრაქტს მიფორმებდნენ, მაგრამ არ გამიშვა და მაშინაც დიდი თანხა მოითხოვა.

მესმის, რომ შესაბამისი თანხა მქონდეს აღებული, მაგრამ მე ერთწლიან კონტრაქტზე შევუთანხმდი, მათ კი მოტყუებით ხელი ორწლიანზე მომაწერინეს და ახლა ფულის შოვნ
ა ასეთი გზით უნდათ.

სხვათა შორის, გავრილოვთან დალაპარაკება რომ ვცადე, ტელეფონს არ იღებდა. მერე, როგორც იქნა, დავუკავშირდი და ვკითხე, ხელს რატომ მიშლიდა. ჩემპიონები გავხდით, მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ვითამაშოთ, ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა გვსურს და გვჭირდებიო.

რა ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობს, ვერ გავიგე, ლატვიური კლუბი ლიგაში კიდევ დიდხანს ვერ შეაღწევს. მე კი მის იდეებს ვერ გადავყვები.

და კიდევ - წლეულს კარგი ტიტულები დავაგროვე და ვინ იცის, კარიერის ასეთ დონეზე გაგრძელების შანსი კიდევ როდის მომეცემა. ამიტომ პრინციპულად აღარ დავბრუნდები ლატვიაში და ვითხოვ, რომ ხელი არ შემიშალოს.

"დაუგავას" პრეზიდენტის გამო კონტრაქტი თუ კიდევ ერთხელ ჩაიშალა, გადავწყვიტე, ლატვიაში აღარ ჩავალ და ვეტყვი, რომ ფეხბურთს აღარ ვითამაშებ. მერე ცენტსაც ვერ იშოვის.

თავად "ალანიასთან" კი შეთანხმებული ვარ, იქ ყველაფერი ცალსახად გარკვეული არის. ჩამოდი და შენს პირად კონტრაქტზე ადგილზე დავილაპარაკოთ, შენი დამატება ძალიან გვინდაო".


მამუკა ღონღაძე ამბობს, რომ მისით თემურ ქეცბაია დაინტერესდა:

"გუცაევისგან შევიტყვე, რომ ჩემს შესახებ ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ელაპარაკა, რომელიც, თურმე, თურქეთში "ალანიას" საკონტროლო შეხვედრებს დაესწრება და იმედია, ნაკრებში გამომიძახებს.

მე ამ ინტერესითაც ბედნიერი ვარ და მჯერა, იმედს გავუმართლებ. ტრაბახში არ ჩამომართვათ: ლატვიის ჩემპიონატი ევროპის ტოპ-დონის ტურნი
რი არ არის, მაგრამ მოწადინებული მოთამაშე აუცილებლად გაიზრდება.

სულ ვამბობ, რომ ვირსლიგაში გავიზარდე და ბევრად უკეთესად ვარ, ვიდრე საქართველოში. რუსები, უკრაინელები და პოლონელები გიჟები არ არიან, ლატვიიდან ფეხბურთელები ხშირად რომ მიჰყავთ. ეს მაიმედებს, რომ ნაკრებში თავს არ შევირცხვენ".


ბოლოს ერთი საინტერესო ამბავი: ოსეთში ქართველი ფეხბურთელების მიმართ რამდენიმე ადგილობრივი გამოცემა აგრესიულ ტონს ამჟღავნებს. ასეა 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ.

ოსეთში გამომავალი ინტერნეტგაზეთი "სპორტივნაია ოსეტია" მამუკა ღონღაძის ტრანსფერით აღტაცებული არ არის, არც ისე ძლიერი ჩემპიონატიდან მოთამაშეს რატომ ვიმატებთო და ამ კონტექსტში მერე ვლადიმერ გუცაევს მისდგა.

მას გამოცემა კლუბის ქართველებით მომარაგებაში ადანაშაულებს, მაგრამ ეს შესავალი იყო: მას ბრალად იმ ფაქტს უყენებენ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და 2008 წლის შემდეგაც არ დატოვა პარლამენტი.

აი, ასე იქცეოდა თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელიო.

არადა, როდესაც ლაპარაკია გუცაევზე, ყოველთვის წერენ, რომ ის დიდი ოსი ფეხბურთელი იყო და თბილისის "დინამოს" არც ასახელებენ, თითქოს ამ კლუბთან კავშირი არც ჰქონია.

რას ერჩიან ამ კაცს, ვერ გაიგებ. გუცაევი ქართველებსა და ოსებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაში უდიდეს როლს თამაშობდა და თამაშობს კიდეც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მამუკა ღონღაძე: მითხრეს, თითქოს თემურ ქეცბაია დაინტერესდა, მაგრამ...
ვინაა 2012 წლის საუკეთესო ქართველი ლეგიონერი?
მამუკა ღონღაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში"?
მამუკა ღონღაძე: ჩემით "ალანიაც" დაინტერესდა და ზაგრების "დინამოც"
ლატვიელმა ჟურნალისტებმა მამუკა ღონღაძე საუკეთესოდ აღიარეს
მამუკა ღონღაძეს "ზარია" ჩაეშალა
მამუკა ღონღაძე ლატვიაში მწვრთნელებმაც აღიარეს
"დაუგავამ" მამუკა ღონღაძეს სარმა დაუდო
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოტყუებით მომაწერინეს 2-წლიან კონტრაქტზე ხელიო, ვერ გავიგე რას ნიშნავს.
odala
20:58 10-01-2013
0
300 000 არის მიზერული ფასი და მისი გადახდა რუსებისთვის პრობლემა არ უნდა იყოს. ქართველები რატომ ტყუვდებიან კონტრაქტის გაფორმების დროს ეს კი მართლაც საინტერესოა.
guja_kakhadze
16:22 10-01-2013
0

სიახლეები პოპულარული