მივყვეთ თანმიმდევრობით...
ტურის საუკეთესო
გასაკვირი არ არის, რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელად "დუისბურგის" 22 წლის შემტევი გიორგი ჭანტურია დასახელდა. ამ შეხვედრაში "ზებრებმა" უკვე ელიტაში აღზევებულ "ლაიპციგს" უმასპინძლეს და ჭანტურიას გოლის წყალობით უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვეს.liga2-online.de-მ მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიზანიც მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა იყო. ჩვენდა სასიხარულოდ, ამ გამოკითხვაში პირველობა არავის
სეზონის მთავარი აღმოჩენა
პოლონურმა გაზეთმა Pilka Nozna-მ "შლიონსკის" მიერ ჩატარებული სეზონი შეაფასა. ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა ამ გუნდში "სეზონის აღმოჩენად" საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების 20 წლის ცენტრალური მცველი ლაშა დვალი მიიჩნიეს.ეს მართლაც განსაკუთრებული და ძალიან სასიამოვნო მოვლენაა, რადგან დვალი შუა სეზონში შეუერთდა პოლონურ კლუბს გერმანული "დუისბურგიდან". ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენებურმა მართებული ნაბიჯი გადადგა, როცა პოლონეთში არჩია კარიერის გაგრძელება.
ანანიძეს ვეღარ აჩერებენ
რუსულმა gazeta.ru-მ ამ ქვეყნის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. რჩეულთა შორის მოხვდა მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც.საერთოდ, ბოლო დროს ჯანომ მკვეთრად მოუმატა და ეს იმის შედეგია, რომ "სპარტაკის" სამწვრთნელო შტაბი მას უკვე ენდობა. ანანიძემ შესანიშნავად ჩაატარა შეხვედრა გროზნოს "ტერეკთან", რომელიც მისმა გუნდმა 3:0 მოიგო. ჯანოს ანგარიშზე საგოლე გადაცემაა.
"როგორც წესი, ჯანო ყოველთვის კომფორტულად ვერ არის რუსეთის ჩემპიონატის შეხვედრებში, მაგრამ ამჯერად, "ტერეკის" ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელების წნეხის მიუხედავად, ჯანომ მართლაც შესანიშნავად ითამაშა. მან მახვილგონივრულად ითამაშა. სწორედ ანანიძის ჩინებული გადაცემით გაიტანა გოლი პარაგვაელმა ლორენსო მელგარეხომ", - წერს გამოცემა.
მახარაძეც გამოარჩიეს
უზბეკეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა ტაშკენტის "ლოკომოტივის" ნახევარმცველი კახა მახარაძე. უქმეების ცენტრალურ შეხვედრაში "რკინიგზელებმა" 1:0 მოუგეს ქართველის ყოფილ კლუბს, ტაშკენტის "ფახთაქორს". "მახარაძემ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ისე ითამაშა, ერთი შეცდომაც არ დაუშვია", - წერს უზბეკური მედია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
20 მაისი 2016 12:27
გივია-ს. ეხ გივია, გივია, შე მართლა გივია!!!!
მაგარი გააძრე ყოჩაღ.დდდდ
ჯანომ კი მაინც უნდა მიატოვოს ეს სპარტაკი. ჰოლანდიაში თუ წავა კარგი იქნება მარა ვერ უხდიან რუსებივით ეს ჰოლანდიელები და ესენიც კარიერას იფუჭებენ