გიორგი ილურიძე: ეტო'ოსა და კარლოსისგან ბევრი რამ ვისწავლე

AutoSharing Option
ევროპის ლიგის ქვეჯგუფთან ორი ქართული კლუბი დგას: თბილისის "დინამოს" ლონდონის "ტოტენჰემი" გამოსცდის, გორის "დილას" - ვენის "რაპიდი".

ქართული ფეხბურთისთვის უჩვეულო სიტუაციაა, ორი კი არა, ევროთასის პლეი-ოფში კინკილა ქართული კლუბიც სანატრელი გვყავს ხოლმე, ამჯერად კი...

ორივე ქართულ გუნდს წარმატებას ვუსურვებთ, მაგრამ ამჯერად შიდაქართლურ კლუბზე ვთქვათ - გიორგი დევდარიანის მისვლის შემდეგ გორში "დარიანი დილა" აღარ დაღამებულა: ევროთასის ჯგუფურ ეტაპამდე ნაბიჯიღა აშორებთ, ოთხ შეხვედრაში ერთი ბურთიც არ გაუშვიათ და რაც მთავარია, ისე ლაღად და გემრიელად აგორებენ ბურთს, ქართული გუნდებისგან რომ დიდი ხანია გადავეჩვიეთ.

22 და 29 აგვისტოს გორელებს თავიანთი წილი "დიდგორი" ერთხელაც ელით. მანამდე კი, წარმატების რეცეპტის გარკვევა კლუბის თავდამსხმელებთან - ირაკლი მოდებაძესა და გიორგი ილურიძესთან ვცადეთ:

ირაკლი მოდებაძე: - წარმატება მთელი კლუბის დამსახურებაა - ხელმძღვანელობის, მწვრთნელების, ფეხბურთელების...

- შედეგი და სანახაობა - თურმე, ქართულ გუნდსაც შესძლებია ამ კომპონენტების შეხამება...
- უკან თუ ვიხევდით ან ბურთს ვუთმობდით, ესეც ტაქტიკური ჩანაფიქრი იყო და არა იძულებითი ნაბიჯი. ევროპის ლიგაზე ჯერ გოლი რომ არ გაგვიშვია, დაცვისა და მეკარის ჩინებული თამაშის გარდა, სწორად არჩეული ტაქტიკის დამსახურებაც არის.

დაცვაში გამოცდილი მოთამაშეები გვყავს და დევდარიანმა მათი შეკავშირება კარგად შეძლო. თუმცა ვერავინ იტყვის, რომ "დილა" მხოლოდ დაცვაზე ფიქრობს...

- გიორგი, ნუკრი რევიშვილთან ერთად მახაჭყალის "ანჟიშიც" გითამაშია. იმ პერიოდს როგორ იხსენებ?
გიორგი ილურიძე: - მე და ნუკრი ერთად თამაშით ახლაც დიდ სიამოვნებას ვიღებთ. "ანჟის" რაც შეეხება, მახაჭყალაში დიდი გამოცდილება მივიღე. ანდა, როგორ შეიძლება, რობერტო კარლოსსა და ეტო'ოსთან ყოველდღიური ურთიერთობით ბევრი რამ არ ისწავლო?!

- მნიშვნელოვანი მატჩებისას ქართული გუნდები შებოჭილად გამოიყურებიან, "დილა" კი ბურთს ისე ლაღად აგორებს, გეგონება, ევროთასებზე ჭიპი ჰქონდეს მოჭრილი...
- თავდაჯერება ნამდვილად არ გვაკლია. ვცდილობთ, მწვრთნელის დავალებებიც ზუსტად შევასრულოთ. გიორგი დევდარიანი ძალიან მეგობრული ადამიანია.

წინანდელზე უკეთ რომ ვთამაშობ, სწორედ მისი ასეთი მიდგომის დამსახურებაა. მწვრთნელისგან ნდობას და მხარდაჭერას რომ გრძნობს, იმედების გასამართლებლად ფეხბურთელიც ყველაფერს აკეთებს.

- კენჭისყრამ ვენის "რაპიდი" გარგუნათ...
- სუსტი მეტოქეები არც აქამდე გვყოლია და პლეი-ოფში - მით უმეტეს. თუმცა, ეს ერთგვარი ტესტიც არის - თუ "რაპიდის" დონის გუნდის დამარცხებას შევძლებთ, გამოდის, ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით თამაშის შნოც გვქონია...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ:
დილა-ჰაიდუკი 1:0 - "ჰაიდუკიც" გაგორდა [VIDEO]

პირველად საქართველოში: სტადიონზე შესვლა ელექტრონული ბილეთებით მოხდება
გიორგი დევდარიანი: "ჰაიდუკთან" თამაშს ისევ ჩავკეტავთ და ჩავრაზავთ
ევროპალიგა. მეტოქე: სპლიტის "ჰაიდუკი" დროებით პირველია
კვირის 1000 წვრილმანი: რაღაცნაირი და ბრჭყვიალა
იმედიანი ზაფხული, ახალი "დილა" და ნუკრი რევიშვილის დაბრუნება

ჰაიდუკი-დილა. გამოხმაურება: ხორვატებმა რევიშვილი და ილურიძე გამოარჩიეს

გიორგი დევდარიანი: ყველაფერი თბილისში გაირკვევა
ჰაიდუკი-დილა 0:1 - გორის ციხე სპლიტშიც აუღებელია [VIDEO]

ოლბორგი-დილა 0:0 - ნულოვანი, მაგრამ ოსტატური
დილა-ოლბორგი 3:0 - ძლევაი საკვირველი? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჩებო რასქვია ვერ დაამარცხებთ
ხარა
19:18 12-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული