"მე და ქინქლაძეს ფინანსური მხარდაჭერა გვაქვს" - ნუკრი კაკილაშვილი "დინამოს" დავაზე

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი ქინქლაძე
ცნობილია, რომ თბილისის "დინამოსთვის" ბრძოლა მისმა ყოფილმა მეპატრონეებმა ხელახლა წამოიწყეს და საამისოდ უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის "დინამოს" სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი ნუკრი კაკილაშვილი ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას - "დავიბრუნოთ თბილისის "დინამო" - ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა.


კაკილაშვილმა გაგვიმხილა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ქინქლაძეა.

სოციალურ ქსელში დაფუძნებულ გვერდზე მხარდაჭერა ცნობილმა ადამიანებმა გამოხატეს და ეტყობა, რომ ძველი მეპატრონეები "საომრად" ემზადებიან. ჯგუფის მხარდამჭერები არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული
საფეხბურთო ძალების წარმომადგენელი ცნობილი ვეტერანები - აჩიკო არველაძე და მიხეილ ყაველაშვილი, აგრეთვე, მამუკა მაჭავარიანი, ნიკა ჩხეიძე, გრიგოლ ცაავა, გიორგი ღუდუშაური, რატი ალექსიძე, გოგა გახოკიძე, მიხეილ აშვეთია, ბიზნესმენები - მიხეილ ახვლედიანი და ნიკა ივანიშვილი, ვეტერანი კალათბურთელი ნიკოლოზ დერუგინი...

"ვოცნებობ ისეთ "დინამოზე", რომელიც ისევ შეავსებს ტრიბუნებს და სიამაყის გრძნობას დაგვიბრუნებს. ამიტომაც ვარ სამართლიანობის მხარეს", - ამბობს არველაძე.

"ქართული ფეხბურთი უკან-უკან მიდის, არადა, ტალანტების ქვეყანა ვართ. მე მინდა, თბილისის "დინამომ" სიამაყის შეგრძნება დაგვიბრუნოს", - ეს უკვე ყაველაშვილის სიტყვებია.

ამ ჯგუფის პოზიციას იზიარებს "დინამოს" ყოფილი დირექტორი ამირან ღიბრაძე, რომლის თქმითაც, 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილი წინააღმდეგი არ იყო, რომ კლუბი ძველი მეპატრონისთვის გადაეცა, მაგრამ შემდეგ ბიზნესმენი გარდაიცვალა.

Sportall.Geკაკილაშვილი ამბობს, რომ კლუბის დღევანდელ მეპატრონე რომან ფიფიასთან დაპირისპირება არ სურს:

"გვინდა, ეს საკითხი ადამიანურად, ჩხუბის გარეშე მოვაგვაროთ, მაგრამ, რატომღაც, რომან ფიფიამ ჩვენთან დალაპარაკება არ ისურვა. ეტყობა, არაფრად გვთვლის და რა ვქნათ?

მაგრამ სირცხვილია, თბილისის "დინამო" ამ დონეზე რომ დაეშვა. "გაბალასთან" რომ წააგებ და ჩემპიონობას დათმობ, ამაზე თვალები როგორ დავხუჭოთ?!

ყველაზე ცუდი ისაა, რომ პასუხს არავინ სთხოვს. არადა, ეს დიდი ტრადიციების მქონე კლუბია და ასეთი გათახსირება არ ეკადრება.

აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ არც "დინამოს" აკადემიაზე გვაქვს პრეტენზია. რაც ჩვენ გვქონდა, მხოლოდ იმის დაბრუნებას ვითხოვთ".

მისი თქმით, ვეტერანი ფეხბურთელები აღშფოთებულები არიან, რადგან "დინამოს" სტადიონზე არ შეუშვეს:

"ეს ინციდენტი 19 აგვისტოს მოხდა, როცა "დინამო არენის" ვეტერანთა კლუბში რევაზ არველაძესთან შეხვედრა გვსურდა, მაგრამ ჩივაძე, გაბელია, ხურცილავა და სხვები არ შეუშვეს იქ, სადაც მათ ქართველებს თასების თასი, უამრავი გამარჯვება და ნამდვილი ფეხბურთი აჩუქეს. ამის გამო "მიხეილ მესხზე" გადავედით".

კაკილაშვილისვე თქმით, კლუბის დაბრუნების შემთხვევაში, მისი მართვის ფორმას შეცვლიან:

"არ შეიძლება, ასეთი სახელოვანი კლუბი ერთი ადამიანის კერძო საკუთრებად იქცეს.

მას შემდეგ, რაც "დინამო" კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდება და სამართლიანობა აღდგება, ის სხვა ევროპული კლუბების მსგავსად, სააქციო საზოგადოება გახდება.

ასეთ შემთხვევაში, ხელმძღვანელობაში ცალსახად ვიქნებით ქინქლაძე და მე. გვაქვს სერიოზული ბიზნესჯგუფების ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ ამ კომპანიებს ჯერ არ დავასახელებ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
ფინანსური მხარდაჭერა გვაქსო იმიტომ იძახის რომ ვითომ გუნდი ჩვენ ხელში არ დაეცემაო და შე კაი კაცო თუ ფინანსური მხარდაჭერა გაქვს მიდი რა სხვა გუნდს მიაქციე ყურადღება!
gia
27 აგვისტო 2015 18:31
0
ამ არვველაძეებმა სულ დაკარგეს ნამუსი...
resi
27 აგვისტო 2015 11:08
0
შეიკრიბნენ ხელმოცარულები და ახალ მეწველ ძროხას ეძებენ, რამის გამკეთებლები რომ ყოფილიყავით გქონდათ საკმარისი დრო, ახლა კიდევ აშმალახა დინამოდან!
irakli
27 აგვისტო 2015 10:38
0
ესენი საიდანღა გამოვარდნენ აშენებული დინამო მოუნდათ ბიჭებს... იმედია ვერ გაიმარჯვებთ ამ დავასი და კლუბი ისევ ბატონ რომან ფიფიაას დარჩება
beqa
27 აგვისტო 2015 00:00
0
ისევ არველაძეები! კაკილაშვილმა ხომ ააშენა „დინამო“ და ახლა „გაბალასთან“ დამარცხებაზე იქავებს ენას...
შუბლის ძარღვი რომ გაგიწყდება კაცს... გული მერევა ამ ვითომ საფეხბურთო ბომონდზე... გამომივიდნენ პელეები და გარინჩები! ისე მოქვსთ თავი, მართლაც სჯერათ, დიდი ფეხბურთელები რომ იყვნენ... არც ფეხბურთელად ვარგოდით (სხვადასხვა მიზეზის გამო), არც მწვრთნელებად და არც ადამიანობის გცხიათ რამე... აი, ფულის მკეთებლებად კი აშკარად ივარგეთ!
გამომივიდნენ მეფეები!!!
კახა
26 აგვისტო 2015 23:41
0
აუფ გაბალასთან წაუგია თურმე, თქვენ დროს ხო ბრწყინავდა გუნდი ცხელი წყალი არ ქონდათ ბაზაზე და ცალცალი ბუცებით ათამაშებდით , მოუნდათ ახლა გაბრზიალებულ გუნდში და ბაზაზე გულავი ბიჭებს
ლუკა
26 აგვისტო 2015 17:45
0
რა ცუდად ვიცით ეს ჩვენი ინტერესების ჩაკვეხება იქ სადაც არაფერი გვესაქმება, კაცი ამხელა საქმეს აკეთებს და გამოუჩნდნენ მოზიარეები . ეს "მომენტის" ხალხია რი გვცევს ყოველთვის უკან და პირად ინტერესებს ანაცვალებენ ქვექნისას...
giorgiiiii
26 აგვისტო 2015 17:38
0
აბა ქშა ეხლა აქედან.
nodari
26 აგვისტო 2015 17:05
0
წურბელები...
Walkabout
26 აგვისტო 2015 16:40
0
დავაით მოხიეთ ეხა აქედან მოუნდათ მოწყობილ საქმეზე მოჯდომა,არაფრისმაქნისი მედროვე ხალხი
კოღო
26 აგვისტო 2015 16:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული