ხერარდო მარტინო: თამაშის ტემპს ჩვენ ვაკონტროლებდით [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ესპანეთის ჩემპიონატის XIV ტურში "გრანადასთან" გამარჯვების შემდეგ თავისი შეგირდების გარჯა შეაფასა.

23 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში "ბარსელონამ" "გრანადა" ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

კატალონიელებმა ორი გოლი პენალტიდან გაიტანეს - შანსი ანდრეს ინიესტამ (20 წუთი) და სესკ ფაბრეგასმა (40) გამოიყენეს. თამაშიდან კი გოლებით ალექსის სანჩესი (71) და პედრო როდრიგესი (90) გამოირჩნენ.

"ჩვენ სრულებით ვაკონტროლებდით თამაშის ტემპს. ვიცოდით, როდის უნდა გაგვემწვავებინა შეტევები და როდის უნდა გაგვეგდო ტემპი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"ბარსელონას" საჭიროებისდა მიხედვით, სხვადასხვანაირად თამაში შეუძლია, თუმცა ჩვენ შთამბეჭდავი ფეხბურთის ჩვენება
უნდა გავაგრძელოთ და ვფიქრობ, დღეს გულშემატკივრებს ჩვენი გარჯა მოეწონებოდათ.

"გრანადას" უყვარს ბურთის ფლობა და ამის გამო საჭირო იყო, პრესინგისთვის მიგვემართა, რათა პრობლემები თავიდან აგვეცილებინა.

მოედანზე მყოფთაგან დღეს ინიესტას გამოვარჩევ. ის საუკეთესო იყო და ყველა კომპონენტში ბრწყინვალედ გაისარჯა.

რაც შეეხება შეცვლაზე შემოსულ სერხი რობერტოს, ამ მატჩში მის გამოყენებას ვგეგმავდი და ვფიქრობ, კარგად ჩაერთო თამაშში.

პინტუ? ის საიმედოდ გაისარჯა. ჩვენს კართან ორჯერ იყო უსიამოვნო სიტუაცია და ის მათ ბრწყინვალედ გაუმკლავდა",
- აქვეყნებს მარტინოს ნათქვამს "ბარსელონას" უფიციალური საიტი.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XIV ტური: ანდალუსია ყურადღების ცენტრში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული