მესიმ და ინიესტამ თურქეთში საქველმოქმედო მატჩზე ჩასვლა გადაიფიქრეს

AutoSharing Option
ანტალიაში გასამართ საქველმოქმედო მატჩში, რომელიც სამუელ ეტო'ოს ორგანიზებით, მისივე ფონდის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს, ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა მონაწილეობას არ მიიღებენ.

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა თურქეთში გამგზავრებისგან თავი ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო შეიკავეს, რასაც წინ სამხედრო გადატრიალების მცდელობა უძღოდა.

კატალონიური კლუბის ოფიალური საიტის ცნობით, თურქეთში უკვე ჩავიდნენ მატჩზე მიწვეული კარლეს პუიოლი, დეკუ და ერიკ აბიდალი. უცნობია, რას გადაწყვეტენ ნეიმარი, ლუის სუარესი, ფრანჩესკო ტოტი და სხვები...

პოლიტიკური მღელვარების გამო თურქეთში მობილიზებულია სამხედრო ტექნიკა. ამის მიუხედავად, კამერუნელმა შეხვედრა არ გადადო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული