"შალკემ" ადამ სალაი გაიფორმა

AutoSharing Option
ის, რაც აქამდე ჯერ კიდევ სავარაუდო იყო, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურებული, გადაწყვეტილი ამბავია: "მაინცის" უნგრელი თავდამსხმელი ადამ სალაი კარიერას გელზენკირხენის "შალკეში" გააგრძელებს.

25 წლის ცენტრფორვარდმა ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება 27 ივნისს გაიარა და კონტრაქტი 2017 წლამდე გააფორმა. როგორც ცნობილი გახდა, "შალკეს" ეს ტრანსფერი 8 მილიონი ევრო დაუჯდა.

"დიახ, "მაინცთან" შეთანხმებას მივაღწიეთ, ადამ სალაი ჩვენთან გადმოდის," - უთხრა "შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა ჩვენს გერმანელ კოლეგებს. ამრიგად, "შტუტგარტისა"
და "მაინცის" შემდეგ სალაისთვის გერმანიაში კარიერის მესამე ეტაპი იწყება.

ფელიპე სანტანას (დორტმუნდის "ბორუსიადან" გადაიბირეს) და კრისტიან კლემენსის (კიოლნიდან) შემდეგ სალაი "შალკესთვის" ამ ზაფხულში რიგით მესამე ახალწვეულია. უნგრელი გოლეადორი "შალკეში" ჰოლანდიელი კლაას-იან ჰუნტელაარის კონკურენტი იქნება.

გელზენკირხენელები ახლა მთლიანად ნიჭიერი ლეონ გორეტცკას ტრანსფერზე გადაერთვებიან. გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეულ ნახევარმცველს, რომელიც "ბოხუმის" საკუთრებაა, "შალკეში" გადასვლა უნდა, მაგრამ კლუბები ჯერ ვერ თანხმდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ადამ სალაის მთხოვნელ კლუბთა რიგი დაუდგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული