აურზაური დიეგო კოშტას გამო, რომელსაც ანტონიო კონტე არსად არ უშვებს

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" კი აქვს იმედი, რომ დიეგო კოშტას უკან დაიბრუნებს და "ათლეტების" პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ რომ თქვა, ამასთან ახლოს ვართო, ამაზეც ვწერდით.

თუმცა "ლურჯების" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე არავის და არაფრის დათმობას არ აპირებს. 27 წლის ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი "სტემფორდ ბრიჯზე" სწორედ "ატლეტიკოდან" გადავიდა 2014 წელს და "ლურჯების" მაისურით 77 მატჩში 36 გოლი გაიტანა.

გავრცელებული მითქმა-მოთქმით, "კონტისიმეს" იგი გულზე არ ეხატებოდა იმის გამო, რომ კოშტას არც ისე კარგი ხასიათი აქვს და მინდორზე გაუგებრობებში ხშირად ეხვევა. ბევრი მიიჩნევდა, რომ იტალიელი
სპეციალისტი, რომელსაც "ხულიგნები" არ უყვარს, კოშტას წასვლის უფლებას მისცემდა, მაგრამ "სკუადრა აძურასა" და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი თავკაცი სულ სხვა მოსაზრებაზე ყოფილა.

როგორც ჩანს, იგი იმ სარგებლითაა მოხიბლული, რომელიც დიეგოს გუნდისთვის მოაქვს.

"დიეგო ჩვენთან ერთად რჩება. იგი თავდაუზოგავად, ძალიან ბევრს შრომობს და სიამოვნებას იღებს თანაგუნდელებთან და ჩემთან ერთად მუშაობით. კოშტა ფანტასტიკური ფეხბურთელია, ფუნდამენტური მნიშვნელობის მოთამაშეა გუნდისთვის და ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს.

იგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა. დარწმუნებული ვარ, როდესაც კლუბის იდეებსა და ფილოსოფიას ბოლომდე გაითავისებს, უამრავ გოლს გაიტანს" - თქვა კონტემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული