ჩელსი-ვესტ ჰემი 2:1 - ანტონიო კონტემ მძიმე მოგებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 აგვისტოს, ინგლისის პრემიერლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლონდონის "ჩელსიმ" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

"სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ შეხვედრაში, რომელიც "ლურჯების" თავკაცის პოსტზე პირველი ოფიციალური მატჩი იყო ანტონიო კონტესთვის, ანგარიში 11-მეტრიანით, 47-ე წუთზე გაიხსნა. ზუსტად და მძლავრად ედენ აზარმა დაარტყა.

77-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ ყველას ჯეიმს კოლინზმა აჯობა და გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი დიეგო კოშტამ 89-ე წუთზე გაიტანა.

პრემიერლიგაში მეორე ტურის შეხვედრები 19, 20 და 21 აგვისტოს ჩატარდება.

პრემიერლიგა. I ტური
ჩელსი-ვესტ ჰემი 2:1
გოლები:
1:0 აზარი (47-პენ), 1:1 კოლინზი (77), 2:1 დიეგო კოშტა (89)
ჩელსი (4-2-3-1): კურტუ - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - კანტე, მატიჩი - ვილიანი (80. პედრო), ოსკარი (85. ბაჩუაი), აზარი (85. მოზესი) - დიეგო კოშტა.
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი - ანტონიო (52. ბირამი), რიდი, კოლინზი, მასუაკუ - კუატე, ნორდტვეიტი (67. პაიე), ნობლი - აიუ (35. ტორე), ვალენსია, ქეროლი.
გაფრთხილება: კანტე (3), დიეგო კოშტა (19), ასპილიკუეტა (75), ივანოვიჩი (90), პედრო (90) - კოლინზი (21), ანტონიო (46)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-7 (6-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 41 373.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული