სტეფანო მაურის 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

AutoSharing Option
რომის "ლაციოს" ნახევარმცველი სტეფანო მაური იტალიაში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით საქმეში დამნაშავედ სცნეს.

იტალიელმა ჰავბეკმა 6-თვიანი დიკსვალიფიკაცია მიიღო. ფეხბურთელი "ჯენოასა" და "ლეჩესთან" გარიგებული მატჩების ორგანიზებაში იღებდა მონაწილეობას. ეს ორი შეხვედრა "ლაციომ" ერთნაირი ანგარიშით 4:2 მოიგო.

აქამდე ფეხბურთელი ამბობდა, რომ დამნაშავე არ იყო.

აღსანიშნავია, რომ მაურის კონტრაქტი "ლაციოსთან" კიდევ ერთი წელი მოქმედებს. რაც შეეხება კლუბს, "ლაციო" 40 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

პროკურატურა ასევე "ლაციოსთვის" 6 ქულის დაკლებას მოითხოვდა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დაამტკიცა.

მომზადებულია Quotidiano-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული