სენსაციები
ვერონულ დერბიში ფავორიტად ნომინალური მასპინძელი იყო მიჩნეული, გუნდი, რომელმაც საკუთარ კედლებში გაცილებით ძლიერი გუნდები მოინელა, ვიდრე "კიევოა". თუმცა ამჯერად გამარჯვება სწორედ "მფრინავ ვირებს" დარჩათ. მატჩი "ვერონას" უპირატესობით წარიმართა, მომენტებიც "კიევოს" კართან მეტი შეიქმნა, მაგრამ როგორც ასეთ დროს ხდება
მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო მიდიოდა, როდესაც ხელსაყრელ პოზიციაზე დეიან ლაზარევიჩი აღმოჩნდა და უზუსტესი დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:1.
ნეაპოლში კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა - სკუდეტოსთვის მებრძოლმა "ნაპოლიმ" "პარმას" ვერაფერი მოუხერხა და "ვერონას" მსგავსად, მინიმალური ანგარიშით წააგო, 0:1. ერთადერთი და გამარჯვების გოლი ემილიელთა მთავარმა ვარსკვლავმა ანტონიო კასანომ გაიტანა, რომელიც მატჩიდან მატჩამდე უმატებს.
კასანომ საუკეთესო თამაში აჩვენა მიმდინარე სეზონში. ფაქტობრივად, მარტო უქმნიდა საფრთხეს მასპინძელთა კარს და საბოლოოდ მიაღწია კიდეც მიზანს. რაც შეეხებათ ნეაპოლელებს, თითქოს მონდომება და ჩვეული ცეცხლი აკლდათ - როგორც ჩანს, რაფაელ ბენიტესის შეგირდებზე სანაკრებო პაუზამ უარყოფითად იმოქმედა. ნამატჩევს რაფა შეგირდებს შემოსწყრა, რობერტო დონადონიმ კი კასანო შეაქო...
რაფაელ ბენიტესი ("ნაპოლის" მწვრთნელი): "რატომ წავაგეთ? - იმიტომ, რომ ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. რგოლებს შორის კავშირი იყო გაწყვეტილი და ჩვენი შეტევებიც ვერ იყო ისეთი მწვავე და ეფექტური, როგორც სხვა შეხვედრებში. ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობების ნახევარიც ვერ გამოავლინეს და ამ თემაზე მათ აუცილებლად დაველაპარაკები - მომეჩვენა, რომ ჩვეული მონდომებით არ თამაშობდნენ, რამაც უმნიშვნელოვანესი ქულები დაგვაკარგვინა".
რობერტო დონადონი ("პარმას" მწვრთნელი): "ძალიან დაძაბული მატჩი იყო, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. დავრწმუნდი, რომ სწორი გზით მივდივართ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ანტონიო კასანო შესანიშნავი იყო, მან დაიმსახურა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და იმედია, ჩეზარე პრანდელი ჩემს მოსაზრებას გაიზიარებს".
ვნებათაღელვა მილანში
"მილანმა" "სან სიროზე" "ჯენოას" უმასპინძლა და კიდევ ერთ შეხვედრაში დაკარგა ქულები. მასპინძლები რიკარდო კაკას გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ მალევე თერთმეტმეტრიანი "აიკიდეს" და ანგარიშიც გათანაბრდა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთელი შეხვედრა ლომბარდიელთა სრული უპირატესობით წარიმართა, "ჯენოას" კართან უამრავი მომენტი შეიქმნა, მაგრამ ბურთი არა და არ შედიოდა გენუელთა კარში.
მარიო ბალოტელიც საშინლად დაითარსა - თამაშიდან ხომ ვერ გააქვს გოლი და ამჯერად ვერც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. "როსონერიმ" პენალტიც გააფუჭა და საბოლოოდ, ქულას დასჯერდა. მილანელთა უპირატესობა გენუელი ტომას მანფრედინის გაძევებამაც განაპირობა - ეს ამბავი 35-ე წუთზე მოხდა.
ცალკე თემაა "სან სიროს" ტრიბუნებზე არსებული ვითარება - "მილანის" ულტრასებმა კლუბის მწვრთნელ-მესვეურებზე გაილაშქრეს და მათ საწინააღმდეგოდ რამდენიმე ტრანსფარანტი გამოფინეს. ბანერები ასეთი შინაარსის გახლდათ: "იმდენს იზამთ, რომ 27-წლიან გამარჯვებათა ეპოქას წყალში ჩაყრით"; "თქვენ უკვე გადაუსვით ხაზი ძველ გამარჯვებებს. ცვლილებების დროა"; "როდემდე? - ასეთი უსუსური "მილანი" ისტორიას არ ახსოვს".
ბუნებრივია, "მილანის" მორიგმა წარუმატებლობამ ცეცხლზე ნავთი დაასხა - მატჩის შემდეგ აღშფოთებული ტიფოზები გასახდელთან მიიჭრნენ და ფეხბურთელებს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ვითარება უკიდურესად დაიძაბა და ნათელი გახდა, რომ გულშემატკივრები ვინმეს უნდა დაეწყნარებინა - მათთან გასაუბრება მარიო ბალოტელიმ განიზრახა, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, კლუბის მესვეურებმა ამის უფლება არ მისცეს.
საბოლოოდ, ტიფოზებთან ორი ვიცე-კაპიტანი: რიკარდო კაკა და კრისტიან აბიატი გავიდნენ, ფეხბურთელები, რომელთა მიმართაც ქომაგებს ყველაზე ნაკლები პრეტენზია აქვთ. ხმაურიანმა მოლაპარაკებამ დაახლოებით 20 წუთს გასტანა და ულტრასებმა დაშლა გადაწყვიტეს. თუმცა, ერთი ცხადია - მილანში დენთის სუნი ტრიალებს და ამ ვითარების სრულად განმუხტვა ფეხბურთელებს არა მოლაპარაკების გზით, მხოლოდ თამაშით შეუძლიათ.
"იუვე" ჩვეულ პოზიციაზე
მინიმუმ ერთი დღით, "იუვენტუსი" სატურნირო ცხრილის სათავეში იქნება. ტურინული გრანდი "ლივორნოს" ესტუმრა და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
ტურინული გრანდი ლივორნოში ლეონარდო ბონუჩის, ანდრეა ბარცალის და ანჯელო ოგბონას გარეშე ჩავიდა - ანტონიო კონტე იძულებული გახდა, დაცვის ცენტრში არტურო ვიდალი დაეყენებინა.
ამან ბევრი ვერაფერი დააკლო ფავოროტს, რომელმაც მეორე ტაიმში შეაგდო გამარჯვების გოლები - ჯერ ფერნანდო ლორენტე გამოირჩა, შემდეგ კი კარლოს ტევესი. ამრიგად, "იუვემ" მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, რაც "ნაპოლის" წაფორხილების ფონზე, განსაკუთრებულად ფასობს.
სერია A. XIII ტური
ვერონა-კიევო 0:1
გოლი: 0:1 ლაზარევიჩი (90).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - რომულო, მორასი, მაიეტა, ალბერტაცი (88. აგოსტინი) - დონატი (60. კაჩატორე), ფრელო, ალფრედსონი - იტურბე, ტონი, ტალები (59. მარტინიო).
კიევო (4-3-3): პუჯონი - ფრეი, ცეზარი, დაინელი, დრამე - რიგონი, ჰეტემაი, რადოვანოვიჩი - ესტიგარიბია (78. პალოსკი), თერეუ (90. აკოსტი), სესტუ (60. ლაზარევიჩი).
გაფრთხილება: მორასი, ფრელო, ტალები, კაჩატორე - თერეუ.
კუთხური: 11-7; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 7-5(3-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 25 000
მილანი-ჯენოა 1:1
გოლები: 1:0 კაკა (4), 1:1 ჯილარდინო (8-პენ.).
მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, ბონერა, საპატა, ემანუელსონი - მუნტარი (46. ბირსა), პოლი (73. რობინიო), დე იონგი - კაკა - ბალოტელი, მატრი.
ჯენოა (3-4-3): პერინი - ანტონინი, პორტანოვა, მანფრედინი - ვრსალკო, ბიონდინი (77. კოფიე), მათუზალემი, სამპირიზი (46. ბერტოლაჩი) - ფელტფატციდისი (46. მარკეზე), ანტონელი, ჯილარდინო.
გაფრთხილება: საპატა, ბონერა, ემანუელსონი - ვრსალკო, ბიონდინი.
გაძევება: მანფრედინი (35. ჯენოა).
კუთხური: 12-0; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 28-2(10-1); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 45 000
ნაპოლი-პარმა 0:1
გოლი: 0:1 კასანო (81).
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, არმერო - ინლერი (87. საპატა), ბერამი - პანდევი (68. ჰამშიკი - 77. მერტენსი), კალეხონი, ინსინიე - იგუაინი.
პარმა (3-5-2): მირანტე - კასანი (72. ბენალუანი), ლუკარელი, ფელიპე - ბიაბიანი (85. პალეტა), გარგანო, მარკიონი (75. ასკუა), პაროლო, გობი - კასანო, სანსონე.
გაფრთხილება: იგუაინი - გარგანო, ბენალუანი.
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 13-9; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 9-9(4-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 45 000
ლივორნო-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ლორენტე (63), 0:2 ტევესი (75).
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი (86. ჯემიტი), რინაუდო, კოდა - მბაიე (81. პიჩინი), სკატარელა, ლუჩი, ემერსონი, გრეკო - ემეგარა (73. ბორა), სილიგარდი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ვიდალი, კიელინი - პადოინი, პირლო, პოგბა, მარკიზიო, ასამოა (88. პელუზო) - ტევესი (80. კვალიარელა), ლორენტე (81. ვუჩინიჩი).
გაფრთხილება: ლუჩი, გრეკო, მბაიე, სილიგარდი - ასამოა.
კუთხური: 3-11; ჯარიმა: 19-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 6-12(1-6); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 20 000
სამპდორია-ლაციო 1:1
გოლები: 1:0 სორიანო (67), 1:1 ცანა (90).
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა - მუსტაფი, გასტალდელო, კოსტა, დე სილვესტრი - ობიანგი, პალომბო (90. მარესკა) - კრსტიჩიჩი, ვრზოლეკი (59. სორიანო), გაბიადინი - პოცი (80. პეტანია).
ლაციო (3-4-3): მარკეტი - სიანი, ცანა, რადუ - კონკო, ლედესმა (68. ერნანესი), ონაზი, ლულიჩი - კეიტა (57. პერეა), კანდრევა (70. ედერსონი), ფლოკარი.
გაფრთხილება: ობიანგი, პეტანია - ცანა, ლულიჩი, ფლოკარი.
გაძევება: კრსტიჩიჩი (46. სამპდორია).
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 7-9(5-2); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 25 000
სასუოლო-ატალანტა 2:0
გოლები: 1:0 ძაძა (63), 2:0 ბერარდი (67).
სასუოლო (3-4-3): პეგოლო - ანტეი, აჩერბი, ბიანკო - სკელოტო (90. გაცოლა), მარონე, მანიანელი, ლონგი - ძაძა, ფლორო ფლორესი (70. კურტიჩი), ბერარდი (82. მარძორატი).
ატალანტა (4-3-1-2): კონსილი - ბელინი (5. სკალონი), კანინი, სტენდარდო (27. კაცოლა), ბრივიო - კარმონა, მილიაჩო, ჩიგარინი - მორალესი - ლივაია (68. მარილუნგო), დენისი.
გაფრთხილება: ფლორო ფლორესი - კანინი, კარმონა.
გაძევება: ანტეი (76. სასუოლო).
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 22-21; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 11-10(6-4); ბურთის ფლობა: 44%56%.
მაყურებელი: 20 000
ტორინო-კატანია 4:1
გოლები: 1:0 იმობილე (10), 2:0 ელ ქადური (34), 2:1 ლეტო (50), 3:1 მორეტი (59), 4:1 ელ ქადური (61).
ტორინო (4-3-3): პადელი - დარმიანი, ბოვო, მორეტი, დამბროზიო - ვივესი, ბაშა, ფარნერუდი (75. ბრიგი) - ელ ქადური (65. გლიკი), ჩერჩი, იმობილე (81. მეჯორინი).
კატანია (4-3-3): ანდუხარი - ალვარესი, ლეგროტალიე, გიომბერი, კაპუანო - პანაიოტისი (83. ფრეირე), გუარენტე (35. ბარიენტოსი), პლაშილი - კეკო, ლოპესი, კასტრო (46. ლეტო).
გაფრთხილება: პადელი, ბოვო, დამბროზიო - ალვარესი, ლეგროტალიე, გიომბერი, კაპუანო, ლეტო.
კუთხური: 7-6; ჯარიმა: 19-10; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 18-11(7-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 18 000
უდინეზე-ფიორენტინა 1:0
გოლი: 1:0 ერუ (34).
უდინეზე (4-2-3-1): ბრკიჩი - ერუ (50. ვიდმარი), დანილო, დომიცი, გაბრიელ სილვა - პინცი (19. ალანი), ლაძარი - ბასტა, პერეირა, ფერნანდესი - დი ნატალე (77. მურიელი).
ფიორენტინა (4-3-3): ნეტო - ტომოვიჩი (72. მატოსი), გონსალო, სავიჩი, პასკუალი - პისარო, აკვილანი (68. ფერნანდესი), ბორხა ვალერო - ხოაკინი (59. ილიჩიჩი), კუადრადო, როსი.
გაფრთხილება: დანილო, ფერნანდესი - გონსალო, აკვილანი, ბორხა ვალერო.
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 8-22; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 19-9(11-5); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 20 000
ბოლონია-ინტერი 1:1
გოლები: 1:0 კონე (12), 1:1 ჯონათანი (51).
ბოლონია (3-4-2-1): კურჩი - ნატალი, ანტონსონი, სორენსენი - გარიჩი (68. კრესპო), პერესი (73. პაციენცა), კრჰინი, მორლეო - კონე, დიამანტი - კრისტალდო (46. ბიანკი).
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო (85. ბელფოდილი), როლანდო, ჟუან ჟესუსი - ჯონატანი, ტაიდერი (57. კოვაჩიჩი), კამბიასო, ალვარესი, ნაგატომო (24. პერეირა) - გუარინი - პალასიო.
გაფრთხილება: კურჩი, მორლეო, კონე, დიამანტი - ტაიდერი.
კუთხური: 2-14; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 5-3; კარში დარტყმა: 7-19(4-6); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 28 000
25 ნოემბერი
რომა-კალიარი 23.45
ბომბარდირები: 11 - როსი (ფიორენტინა); 8 - ჩერჩი (ტორინო); 7 - პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი), ბერარდი (სასუოლო).
მომდევნო ტური
30 ნოემბერი:
პარმა-ბოლონია, ჯენოა-ტორინო;
1 დეკემბერი:
კატანია-მილანი, ატალანტა-რომა, კალიარი-სასუოლო, კიევო-ლივორნო, ინტერი-სამპდორია, იუვენტუსი-უდინეზე;
2 დეკემბერი:
ფიორენტინა-ვერონა, ლაციო-ნაპოლი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"