ინტერი-მილანის მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების უფლება ექნება

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის დისციპლინარულმა კომიტეტმა მილანის "ინტერის" მიმართ სანქციები ნაწილობრივ შეაჩერა, რომელიც გულშეამტკივრების სსაქციელს ეხება.

"ნერაძურის" ხელმძღვანელობამ ნაპოლი-ინტერის მატჩზე გულშეამტკირების საქციელზე გამოტანილი გადაწყვეტილების საქმეზე აპელაცია შეიტანა. "ინტერის" გულშემატკივრები ნეაპოლის მცხოვრებების შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს.

თავიდან კომიტეტის გადაწყვეტილება ფანების ორივე ტრიბუნის დახურვას გულისხმობდა, ხოლო აპელაციის შემდეგ "ინტერის" ქომაგების ერთ-ერთი ტრიბუნა გაიხსნება.

ამიტომ "სან სიროს" ჩრდილოეთ ტრიბუნა "მილანთან" დერბისთვის გახსნილი იქნება, ხოლო 26 იანვარს "კატანიასთან" მატჩში სამხრეთის ტრიბუნაც გაიხსნება.

მომზადებულია La Gazzetta dello Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული