იტალია. სერია A. XXVI ტურის წინ: იტალიური ფეხბურთის კლასიკა

AutoSharing Option
ამ უქმეებზე, იტალიური ფეხბურთის მოყვარულებს მოსაწყენად ნამდვილად არ ეცლებათ, რადგან სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 26-ე ტური განსაკუთრებულად საინტერესოა.

"ფიორენტინა" "ლაციოს" უმასპინძლებს, "რომა" "ინტერს" დაუხვდება, ხოლო "მილანს" "იუვენტუსი" სტუმრობს...

ფიორენტინა - ლაციო
გასულ ტურში, "ფიორენტინამ" ორი ქულა დაკარგა, თუმცა ვერც "ნაპოლიმ" იძალა და ფლორენციელები ჩემპიონთა ლიგის ზონას კვლავაც ექვსი ქულით არიან დაშორებულნი. ამ ფორის გაზრდა შესაძლოა, საბედისწერო გამოდგეს და ამიტომ, ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა "ლაციო" აუცილებლად უნდა დაამარცხონ.

არადა, რომაელებს თავისი მიზნები აქვთ, ევროპალიგის საგზური უნდათ და უკან დახევას არ აპირებენ.

ფლორენციელები
მეტოქეს ბორხა ვალეროს გარეშე დაუხვდებიან და თუ ჯუზეპე როსის არყოფნასაც გავითვალისწინებთ, მონტელა მძიმე ამოცანის წინაშე დგას. "ვიოლა" კუადრადო-ილიჩიჩი-მატრის ტრიოთი შეუტევს, სიღრმიდან კი მათ ფერნანდესი, ამბროზინი და აკვილანი დაეხმარებიან.

რომაელთა მთავარი იმედი მიროსლავ კლოზეა, რომლის პასებით მომარაგებას ფლანგებიდან ლულიჩი და კანდრევა შეეცდერბიან.

რომა-ინტერი
"სტადიო ოლიმპიკოზე" დიდი ჯახია, რომელიც "მილანის" და "იუვენტუსის" დაპირისპირებაზე არანაკლებ ინტერესს იწვევს. მილანელები ამ უმნიშვნელოვანეს პაექრობას განსაკუთრებული დანაკლისის გარეშე ხვდებიან, აი მასპინძლებს კი ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლიათ.

მარტო ფრანჩესკო ტოტის ხსენება რად ღირს, თუმცა არც სხვების დავიწყება შეიძლება - მაგალითად, ალესანდრო ფლორენცის, რომელიც ასევე ძირითადის მოთამაშეა და განაპირა მცველების: დუგლას მაიკონის, ფედერიკო ბალცარეტის და დოდოს.

შედეგად, "რომას" დაცვის ფლანგებს ტოროსიდისი და რომანიოლი გაამაგრებენ, შეტევაში კი რუდი გარსია შემდეგ ტრიოს დაეყრდნობა: ჟერვინიო, ადემ ლიაიჩი, მატია დესტრო.

რას აპირებს ვალტერ მაცარი? - ტრადიციულ ტაქტიკას, 3-5-2-ს დაეყრდნობა და შეეცდება, მოედნის ცენტრში აჯობოს მეტოქეს. "ნერაძურის" მესაჭის მთავარი დილემაა, ვინ შეუწყვილოს როდრიგო პალასიოს: ვეტერანი დიეგო მილიტო თუ ახალგაზრდა მაურო იკარდი. "გაძეტა დელო სპორტი" უპირატესობას მილიტოს ანიჭებს, თუმცა ეს მხოლოდ პროგნოზია და მთავარი სიტყვა მაცარიმ უნდა თქვას.

ვნახოთ, წინ საინტერესო ჯახი გველის.

მილანი - იუვენტუსი
ტურის ცენტრალური მატჩი მაინც "სან სიროზე" გაიმართება, სადაც "მილანი" "იუვენტუსს" უმასპინძლებს.

წინ იტალიური საკლუბო ფეხბურთის კლასიკა გველოდება, რომელმაც არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი... მაგალითად, რამდენად საფუძვლიანია ეჭვები "იუვენტუსის" მცირე ჩავარდნის შესახებ, რაც ფეხბურთელთა გადაღლილობითაა გამოწვეული, ან რამდენად მართებულია ლაპარაკი "მილანის" პროგრესზე კლარენს ზეედორფის თავკაცობით.

ლომბარდიულ გრანდს მარიო ბალოტელი ჰყავს ტრავმირებული და ეს უდავოდ დიდი დანაკლისია, აი ტურინელები კი დისკვალიფიკაციის გამო არტურო ვიდალს მოისაკლისებენ.

სუპერმარიოს ჯამპაოლო პაცინი შეცვლის, ჩილელის დისკვალიფიკაციამ კი ანტონიო კონტეს დილემა მოუხსნა - "იუვეს" შუა ხაზი შემდეგი ხუთეულით დაკომპლექტდება: ლიხტშტაინერი, პირლო, პოგბა, მარკიზიო, ასამოა.

ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას...

იტალია. სერია A. XXVI ტური
1 მარტი
რომა-ინტერი 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: დოდო, ბალცარეტი, ტოტი, მაიკონი, ფლორენცი - კამპანიარო.
ბოლო 6 შეხვედრა
5-1-0 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 58 თამაში: +17=17-24, (88-99)

2 მარტი
კალიარი-უდინეზე 15.30
დისკვალიფიკაცია: კონტი, ეკდალი - დომიცი.
ტრავმა: გაბრიელ სილვა, ლაძარი, ბუბნიჩი (უდინეზე).
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +5=6-18, (28-53)

ატალანტა-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: სარდო (კიევო).
ტრავმა: კაცოლა, ბრიენცა, სკალონი - პარედესი.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 4-1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +6=8-16, (32-57)

ჯენოა-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: მათუზალემი - ბერგესიო.
ტრავმა: გამბერინი, დონარუმა, კუჩკა, ვრსალკო - კასტრო, ლეტო, ბარიენტოსი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +6=4-10, (22-26)

ვერონა-ბოლონია 18.00
დისკვალიფიკაცია: ტონი - პერესი.
ტრავმა: გონსალესი, მაიეტა - პაციენცა, აკვაფრესკა, დელა როკა.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +3=2-8, (15-23)

სასუოლო-პარმა 18.00
დისკვალიფიკაცია: მუნარი (პარმა).
ტრავმა: ტერანოვა, ალექსე, აჩერბი, მაზუჩი, მანფრედინი - კორიო.
ბოლო 6 შეხვედრა
0-0-6 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 თამაში: +0=2-1, (4-6)

ტორინო-სამპდორია 18.00
დისკვალიფიკაცია: ჟილე, ელ ქადური - კოშტა, პალომბო, მაქსი ლოპესი.
ტრავმა: ბარეტო, მაზიელო, მორეტი - გასტალდელო.
ბოლო 6 შეხვედრა
3-1-2 2-1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +6=7-8, (19-24)

ლივორნო-ნაპოლი 21.30
დისკვალიფიკაცია: ალბიოლი, იგუაინი (ნაპოლი).
ტრავმა: სილიგარდი, პიჩინი, ლუჩი - ცუნიგა, რაფაელი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-1-3 2-3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +2=2-6, (8-14)

ფიორენტინა-ლაციო 23.45
დისკვალიფიკაცია: დიაკიტე, პისარო, ბორხა ვალერო (ფიორენტინა).
ტრავმა: ჰეგაზი, როსი, რებიჩი - ალფარო, პოშტიგა, ედერსონი, დიასი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-2-2 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +10=8-20, (36-61)

მილანი-იუვენტუსი 23.45
დისკვალიფიკაცია: მუნტარი - ვიდალი.
ტრავმა: ელ შაარავი, კრისტანტე, სილვესტრი, დე შილიო, აბიატი, ბალოტელი, საპატა - კიელინი, პეპე, ვუჩინიჩი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-1-1 4-2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 46 თამაში: +14=14-18, (52-61)
სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-2-3-1): ამელია - აბატე, ბონერა, რამი, ემანუელსონი - ესიენი, მონტოლივო - ჰონდა, კაკა, ტაარაბტი - პაცინი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, ბარცალი - ლიხტშტაინერი, პირლო, პოგბა, მარკიზიო, ასამოა - ტევესი, ლორენტე.

ბომბარდირები:
14 - ჯუზეპე როსი (ფიორენტინა), კარლოს ტევესი (იუვენტუსი); 13 - ჩირო იმობილე (ტორინო), გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 12 - დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ლუკა ტონი (ვერონა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული