"მილანი": ლიპი, კონტე თუ ისევ მიხაილოვიჩი?

AutoSharing Option
იტალიაში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სინიშა მიხაილოვიჩის შესაძლო გათავისუფლების შესახებ, მაგრამ სერბი სპეციალისტი ჯერჯერობით განაგრძობს მუშაობას და თუ მის კომენტარებს გავითვალისწინებთ, არც ოპტიმიზმის ნაკლებობას უჩივის.

"გაძეტა დელო სპიორტის" ინფორმაციით, "მილანის" მესვეურები მარჩელო ლიპისთან აწარმოებენ მოლაპარაკებას და თუ მიხაილოვიჩს კიდევ ჩაუვარდა თამაშები, სწორედ მაესტროს შესთავაზებენ გუნდის გაძღოლას. ამ თემაზე თავად ლიპიმ ისაუბრა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა და მათ შორის, "მილანის" წარმომადგენელთან, მაგრამ კონკრეტული შეთავაზება ნამდვილად
არ მიმიღია. შესაბამისად, დღეს ჩემი "როსონერიში" დანიშვნის საკითხი არ განიხილება და თუ რაიმე შეიცვალა, არ გამოგაპარებთ. აქვე, ვადასტურებ, რომ მსურს, სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე და საინტერესო წინადადებებს სიამოვნებით განვიხილავ".

იტალიელი ჟურნალისტების ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ "მილანის" მესვეურები სეზონის ბოლომდე მწვრთნელის შეცვლას არ აპირებენ, ზაფხულში კი თანამშრომლობას ანტონიო კონტეს შესთავაზებენ, რომელიც ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დიდი ალბათობით, დატოვებს იტალიის ეროვნული ნაკრების პოსტს.

ისიც კი ითქვა, რომ "მილანი" კონტეს 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, რომელზეც კლუბის იურისტები უკვე მუშაობენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგ მწვრთნელს იტალიაში რა გამოლევს, მაგრამ ტრანსფერებისთვის ფული თუ არ გამოუყვეს და შემადგენლობა არ გააძლიერეს, ვერც ლიპი უშველის და ვერავინ
levan
15:13 14-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული