ერთმანეთს პორტუგალიის და მექსიკის ნაკრებები შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, თუმცა დამატებით ტაიმებში პორტუგალიამ ერთი გოლი მიითვალა და საბოლოოდ 2:1 გაიმარჯვა.
მე-16 წუთზე ანდრე სილვამ პენალტი ვერ გამოიყენა. 54-ე წუთზე ნეტომ ავტოგოლი გაიტანა და მექსიკა წინ გავიდა.
პორტუგალიამ გათანბრება 91-ე წუთზე პეპეს გოლით შეძლო და თამაში დამატებით ტაიმებში გადაიყვანა.
104-ე წუთზე კი ანდრე სილვა კვლავ მივიდა 11-მეტრიან ნიშნულთან და ამჯერად პენალტი ზუსტად შეასრულა.
ამ გამარჯვებით პორტუგალია კონფედერაციათა თასზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა.